ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს-იდეა: როგორ აკეთებენ ფულს ადამიანების განათლებაზე?

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

ბიზნეს-იდეა: როგორ აკეთებენ ფულს ადამიანების განათლებაზე?
 | რეიტინგი 3 

ცნობილია, რომ საუკეთესო სწავლება ყოველთვის განათლებაზე გადის. საჭიროა პროცესში მოსწავლეების რამენაირად მიზიდვა და მისი საინტერესოდ გახდომა. მაგრამ როგორ გინდათ ადამიანის დაინტერესება შეისწავლოს საკუთარი ორგანიზმი?  იმ ადამიანების ვინც ბიოლოგიასთან არაა კავშირში, ჰოლანდიაში კი აქვს ასეთ კითხვაზე პასუხი.

ამსტერდამის სიახლოვეს გაჩნდა ადამიანის სხეულის პირველი მუზეუმი Corpus, რომელიც საშუალებას აძლევს დამთვალიერებლებს აღმოჩნდნენ საკუთარ ორგანიზმში და გაიგონ, თუ როგორ ფუნქციონირებს ის. აღნიშნულ პროექტს მხარს უჭერდა ნიდერლანდების მთავრობა, რადგან იგი საგანმანათლებლო ასპექტის მატარებელია. გარდა ამისა, ის საკმაოდ მომგებიანი კომერციული წამოწყებაცაა. ჰოლანდიის შემდეგ თავის ტერიტორიებზე ასეთი მუზეუმების შექმნის სურვილი გამოთქვეს აშშ–ს, შვეიცარიის, დუბაის,  ჩინეთის ესპანეთისა და სხვა ქვეყნების მთავრობებმა.

 

მთავარია სწორი განლაგებაა

მუზეუმის ადგილმდებარეობა იდეალურად არის შერჩეული. გარეგნული სახე ისეა დამუშავებული, რომ ამ პროდუქტმა ადვილად შეძლოს ყურადღების მიქცევა. და ბოლოს, ამ მუზეუმის იდეაც უნიკალურია და მან ადვილად გაითქვა სახელი მსოფლიოში. 

და რა ელოდება დამთვალიერებელს მუზეუმის შიგნით? როგორც ზემოთ ვთქვით – ეს არის ექსკურსია ადამიანის ორგანიზმში. შენობის 7 სართული ზუსტად ამოდელირებს ადამიანის შინაგან სტრუქტურას. მოგზაურობა იწყება მუხლიდან და მთავრდება თავის ტვინში. ამავდროულად, ორგანიზმის ყველა დეტალი ინტერაქტიულია და ზუსტად აჩვენებს დამთვალიერებელს მასში მიმდინარე პროცესებს.

როგორ კეთდება ფული? მოცემული პროექტის ბიზნეს–მოდელი ერთი შეხედვით საკმაოდ სტანდარტულია. ჯერ ერთი, Corpus–ის მუზეუმში მოზრდილი ადამიანის ბილეთი 16,5 ევრო, ბავშვისათვის 14 ევრო ღირს.  8 წელზე პატარები კი მუზეუმში არ დაიშვებიან, თუმცა მიზეზი უცნობია. მთლიანობაში წელიწადში მუზეუმს 200 ათასამდე ადამიანი სტუმრობს, ეს კი ნიშნავს, რომ წლიური შემოსავალი არანაკლებ 3 მილიონი ევროა. მუზეუმის გვერდით არის საკონსულტაციო ცენტრი, სადაც შემოგთავაზებენ საკუთარი ორგანიზმის მოვლის პროგრამას. მართლაც საინტერესოა – ჯერ აჩვენებენ, თუ რა რთულია მისი ორგანიზმი, შემდეგ შეაშინებენ და მხოლოდ ამის მერე შეთავაზებენ დახმარებას. ყველაფერი დეტალურადაა გათვლილი.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge