ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეები: გადახდის ბარათი კლავიატურით

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

ბიზნეს იდეები: გადახდის ბარათი კლავიატურით
 | რეიტინგი 3 

ეს ფაქტია, რომ გადახდის ბარათები ნაღდი ფულის ძალზე მოსახერხებელი შემცვლელი და ზოგიერთი წარმატებული ადამიანისათვის შეუცვლელი ნივთია. მაგრამ პლასტიკურ ბარათებს რამდენიმე ნაკლიც გააჩნიათ, მაგალითად ის, რომ მათი გამოყენება შეუძლიათ თაღლითებსაც. კლიენტების ფულის ქურდებისაგან დასაცავად ბარათების ოპერატორები იძულებულნი არიან დამცავი საშუალებები მოიფიქრონ. 2010 წლიდან MasterCard თანდათანობით ნერგავს დისპლეიან ბარათებს, რომლებიც თავის მფლობებელს დაცვისა და ინფორმაციის  მიღების დამატებით ინსტრუმენტებს აძლევენ. ამისათვის ახალი თაობის პლასტიკურ ბარათებს უკვე გააჩნიათ სენსორული ღილაკები და LCD-ეკრანი.

არსებობს დისპლეიანი MasterCard-ების ორი სახეობა: ბარათები ერთადერთი ღილაკით და ბარათები სრული ციფრული კლავიატურით. პირველები ღილაკზე ხელის დაჭერით გამოაჩენენ ანგარიშის ბალანსს, ანუ ნებისმიერ დროს შეგეძლებათ გაიგოთ, თუ რა თანხა დაგრჩათ ბარათზე და, შესაძლებელია გააგრილოს შპიონომანიის შეტევები. მეორენი საკუთარ თავში აერთიანებენ  გადახდის ბარათსა და ტოკენს (ბარათის მფლობელის საიდენტიფიკაციო მოწყობილობას). ასეთი ბარათის კლავიშების დანიშნულებაა ინდივიდუალური PIN-კოდის შეყვანა, რის შემდეგაც ეკრანზე ჩნდება ერთჯერადი პაროლი, რომელიც საჭიროა ბარათით ოპერაციის შესასრულებლად. ასეთი გადახდის ბარათები მფლობელის დაშორებული შემოწმებით განსაკუთრებით კარგია ონლაინ-შოპინგისათვის.

გადახდის ბარათები ღილაკებითა და ეკრანით MasterCard-ისა და კომპანია NagraID Security-ს ერთობლივი ქმნილებაა, რომელთაც აქვთ კვების ჩასმული წყარო.. ასეთი ახალი თაობის  ბარათების   მუშაობის სტანდარტული გარანტია 1 წელია ან პაროლების 5 ათასი გენერაცია.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge