ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: უფულო ბანკომატი

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

ბიზნეს იდეა: უფულო ბანკომატი
 | რეიტინგი 3 

არც ისე იშვიათი სურათია ნაღდი ფულის გამოლევის გამო გაჩერებული ბანკომატი. ეს ყველაფერი იმის გამო ხდება, რომ ბანკები ცდილობენ ეკონომიის გაკეთებას ავტომატების მომსახურებაზე (ნაღდი ფულის ინკასაციაზე) და ფინანსურ მაგნატებს ასევე ნერვული შეტევები ემართებათ „ქეშის" დროებითი, მაგრამ უშემოსავლო მოცდენით.. ბრიტანულმა კომპანიამ KAL-მა მოიფიქრა, თუ როგორ გაანთავისუფლის ბანკომატი ნაღდი ფულის გაცემის აუცილებლობისაგან თავისი სარგებლიანობის დაუკარგავად. ამისათვის KAL-მა გამოიგონა ავტომატების ახალი კლასი Retail-Teller Machine (RTM), რომელთა დაყენებაც ნებისმიერ მაღაზიაშე შეიძლება.  ჩვეულებრივი ბანკომატებისაგან (ATM) განსხვავებით, ისინი ფულს კი არ გასცემენ, არამედ ბეჭდავენ გაყალბებისაგან დაცულ კუპონებს, რომლებსაც მაღაზიის გაყიდველები ცვლიან თანხაზე. სხვა ყველაფერში  უფული ბანკომატები დუბლირებენ ტრადიციულებს: მომსახურებების გადახდის შესაძლებლობებშით, გადარიცხვებით, ნაშთის მოთხოვნით, დეპოზიტების შევსებით, სარეკლამო შეტყობინებების გამოტანით ძირითად და დამატებით ეკრანებზე და სხვ.

მწარმოებლის აზრით, უფულო ბანკომატები მომგებიანი იქნება ყველასთვის. ბანკები გააკეთებენ ეკონომიას აგრეგატების ღირებულებაზე, რადგან საჭირო აღარ იქნება მათში ფულის დაცვა, გააიაფებენ მომსახურებას 10-ჯერ, რადგან აღარ იქნება ნაღდი ფულის მიტანის აუცილებლობა, ხოლო ჩეკის საბეჭდი ლენტის გამოცვლას თავისუფლად შეძლებს თვითონ მაღაზიების პერსონალი.

პირველი ორი პუნქტიდან გამომდინარე, ბანკები შესძლებენ ბანკომატების ქსელის გაფართოებას მათი გავრცელებით პატარა დასახლებულ პუნქტებშიც.

 

მაღაზიებში მოიმატებს მყიდველების რაოდენობაც; უსაფრთხო გახდება ფულის გადარიცხვა სალაროდან „ნაღდის"  „უნაღდოზე". მაღაზიბი სხვა მოგებასაც ნახავენ, თუ გარკვეულ პროცენტს მიიღებენ დამატებით ეკრანებზე რეკლამის განთავსებისათვის

მომხმარებლები კი მეტ ბანკომატს მიიღებენ. დასავლეთის ქვეყნებში უკვე არსებობს  მაღაზიებში ბარათებიდან ფულის განაღდების პრაქტიკა, როდესაც თხოვენ გამყიდველს ჩეკში მეტი თანხის აღნიშვნას და ხურდის კუპიურებით დაბრუნებას. აი, რუსეთში კი ასეთი რა შეუძლებელია.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge