ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: ერთი საბანკო ბარათი რამდენიმეს შემცველად

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

ბიზნეს იდეა: ერთი საბანკო ბარათი რამდენიმეს შემცველად
 | რეიტინგი 3 

 

დღეს ქალაქების ყველა მაცხოვრებელს უკვე რამდენიმე საბანკო ბარათი აქვს. და ეს ბარათები უბრალო კი არ არის, არამედ ხშირად რაღაც გარკვეულ სარგებელსაც პირდებიან მფლობელს. მაგალითად, თუ ტანსაცმლის მაღაზიაში ყიდულობთ Visa-ს ბარათით, თქვენ გეკუთვნით 10%-იანი ფასდაკლება, ხოლო MasterCard-ის ბარათით ანგარიშსწორების დროს გარკვეული ბანკისაგან იღებთ საწვავის დამატებით ბონუსებს. მაგრამ ყველა ბარათის თან ტარება მაინც მოუხერხებელია და შეუძლებებლია ყველა მათგანის უპირატესობის ცოდნაც. ამიტომ სერვისმა  Wallaby-ბ გადაწყვიტა ადამიანების წვალების შემსუბუქება

Wallaby Financial - ეს არის ანგარიშსწორების ახალი შუამავალი. მისი მომხმარებელი საიტზე რეგისტრაციის შემდეგ, უჩვენებს პერსონალურ მონაცემებს, აბამს თავის აქაუნთს სასურველ საბანკო ბარათებს და განსაზღვრავს უპირასებობებს. ამის შემდეგ, მის საფოსტო მისამართზე მოდის ახალი მაგნიტური პლასტიკური ბარათი, რომელიც შეცვლის ყველა მიბმულს. შენაძენის ღირებულების გადახდისა  და  POS-ტერმინალში ბარათის გატარების შემდეგ, Wallaby ამოარჩევს ყველაზე სარგებლიან ბარათს და უპირატესობისა და ბანკებისგან მოქმედი პრეფერენციების საფუძველზე გადახდას შესაბამისად გადაამისამართებს. იმავდროულად, Wallaby-ს შეუძლია განსაზღვროს როგორც ნამდვილი ბენეფიტები, ისე ბარათების მფლობელთათვის დროებითი პრომო.

ყველა ტრანზაქცია, რომელიც ხორციელდება Wallaby-ს ბარათებით, ფიქსირდება სერვისის მიერ და ამით შესაძლებელია სტატისტიკის წარმოებაც. თუმცა, მოცემული მომენტისათვის სერვისი ბეტა-ტესტირების სტადიაშია, რის გამოც ჯერ კიდევ არ არის ათვისებული მუშაობა ჩიპიანი  (მხოლოდ მაგნიტური ბარათების მიბმაა) და სავაჭრო ოპერატორების პრივატული ბარათებით. ერთერთ მომქმედ შეზღუდვად შეიძლება დავასახელოთ სერვისის მუშაობა მხოლოდ აშშ-ს ტერიტორიაზე.

პირველი ნახევარი წლის განმავლობაში Wallaby-თ სარგებლობა უფასოა და შემდეგ, დაპირების მიხედვით, მასზე წლიური ხელმოწერა 50 დოლარი ეღირება.

სახელწოდევა სერვისმა მიიღო პატარა ჩანთოსანი ცხოველის ვალაბის საპატივსაცემოდ. ასეთი „ჭკვიანი" ანგარიშსწორების ბარათის იდეა დაებადა ვინმე მეტიუ გოლდმანს ბენზინგასამართ სადგურზე, როდესაც ავტომატმა მას მიაწოდა ინფორმაცია, რომ თუ ის ისარგებლებდა სხვა ბარათით, უკან მიიღებდა გადახდილი თანხის 5%-ს.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge