მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: რეპუტაციის აღდგენა იტერნეტში
ბიზნეს იდეა: რეპუტაციის აღდგენა იტერნეტში
| რეიტინგი 3
ინფორმაციის მოძიება ამა თუ ადამიანზე ინტერნეტის საშუალებით უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა. მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ინფორმაცია იქნება მხოლოდ დადებითი, ნამდვილი და არაპრივატული, ანუ ყველაზე მისაღები გასაანალიზებებლი ობიექტისათვის. თუმცა, სრულიად შესაძლებებლია ვებ-გვერდებიდან რეპუტაციის შემნახველი მონაცემების წაშლა სრულიად კანონიერი ხერხებით, როსთვისაც უნდა ისარგებლოთ სპეციალიზებული კომპანიის მომსახურებით. საფრანგეთში ასეთად გვევლინება Reputation Squad.
კვლევების მონაცემებით, ინტერნეტში ვებ-მომხმარებელთა 57% რაიმეს ეძებდა თავის მეგობრებზე და 47% კი სამსახურის კოლეგებზე. ეს ნიშნავს, რომ ძალზე მაღალია ინტერნეტში გავრცელებული რეპუტაცის შემლახველი მონაცემებისგან მიყენებული ზიანის რისკი. ამასთან, მისი მომხმარებლების 66% განიცდის პერსონალური მონაცემების შესაძლო გაჟონვას: ტელეფონოს ნომრების, ფინანსური ინფორმაციის და ა. შ. ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ თუ ასეთი პერსონალური მონაცემები გასაჯაროებულია თვით იმ პერსონის თანხმობის გარეშე, ხოლო ღირსების შემლახველი მონაცემები არ შეესაბამება სინამდვილეს, მაშინ შეიძლება ინფორმაციის გამავრცელებლების დავალდებულება მათ წაშაშლელად და ასევე მათი ადმინისტრციულ პასუხისგებაში მიცემა. და არა აქვს მნიშვნელობა, თუ როგორი ფორმითაა ისინი გამოხატული: ტექსტით, გამოსახულებით თუ ვიდეოთი. Reputation Squad-ის თანამშრომლები სწორედ იმით არიან დაკავებულნი, რომ აფასებენ კლიენტის რეპუტაციას ქსელში, ამუშავებენ მისი ფორმირების ან ცვლილების სტრატეგიას, ასწავლიან კლიენტს, თუ როგორ მართოს საკუთარი იმიჯი და ასუფთავებენ არასასურველ რეპუტაციას თავისი იურისტების ძალისხმევით. ასევე არკვევენ, თუ ვინ არის პუბლიკაციაზე პასუხისმგებელი, უგზავნიან მას მოთხოვნას და აუცილებლობის შემთხვევაში მომჩივანს სასამართლოშიც წარმოადგენენ.
თავის აუდიტორიად სააგენტოს ხედავს კომპანიების ხელმძღვანელებს, ცელებრიტებს, უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულებს, რომელთაც სურთ წესიერ კომპანიებში მიხვედრა, და უბრალოდ უზრუნველყოფილ ოჯახებს, რომელთათვისაც არ არის სულერთი, თუ რას ფიქრობენ მათზე „უბანში".
რეპუტაციის ერთჯერადი გაწმენდა დაახლოებით 3 000 ევრო ჯდება. ყველას არ ექნება სურვული ამ ფასად მიაქციოს ყურადღება საკუთარ იმიჯს. ამიტომ Reputation Squad დადო სტრატეგიული ხელშეკრულება სადაზღვევო კომპანია Swiss Life-ს ფრანგულ განყიფილებასთან. პროგრამა E-Reputation-ის საშუალებით კლიენტებს შეუძლიათ დააზღვიონ თავისი თავი ან ახლობლები მსოფლიო ქსელში გაჟონვებისაგან, ცილისწამებისაგან და შეურაცხყოფებისაგან, და სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას უფასოდ მიმართონ Reputation Squad. NewsInsurances-ის ცნობით, სადაზღვევო პოლისის ღირებულება, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცულობას, 10 000 ევროა, რაც თვეში 9,9 ევროს შეადგენს.