მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: დროებითი საქორწინო ბეჭდები
ბიზნეს იდეა: დროებითი საქორწინო ბეჭდები
| რეიტინგი 3
დასავლეთის ქვეყნებში არსებობს ხელის და გულის შეთავაზებისას ბეჭდის ჩუქების ტრადიცია. შეძლებული მამაკაცები ჩუქნიან ძალიან ძვირფას ბეჭდებს. თუმცა, თუ წინადადებას აძლევენ გაურკვეველი პასუხის პირობებში (გულისსწორი ქალბატონები ხანდახან „არა“–ს ამბობენ) ან სახიფათო გარემოში (მოგზაურობის დროს), არ ღირს ძვირფასი საჩუქრის გარისკვა. ინგლისურმა საიუველირო კომპანია Hot Pink ასეთ შემთხვევებში სთავაზობს სამკაულის იაფფასიანი ასლის გამოყენებას და შემდეგ მისი სრულფასოვანი ორიგინალით შეცვლას.
Hot Pink, რათა არ ჰქონდეს დასაწყობებული მზა პროდუქცია და გააკეთოს ეკონომია წარმოების ხარჯებზე, ამზადებს ბეჭდებს შეკვეთით. კომპანიის ექსპერტები შამპანურის ჭიქებით ხელში არკვევენ კლიენტის ცხოვრების სტილს, და ფასს, რომელიც ის მზადაა რომ გადაიხადოს. არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდება ინფორმაცია სამკაულის მომავალი მფლობელის შესახებაც. შემდეგ კითხვები უახლოვდება ლითონს, ქვებსა და დიზაინს. შედეგს მყიდველი ჯერ ნახავს კომპიუტერის ეკრანზე, ხოლო რამოდენიმე ხნის შემდეგ კი ლამაზად შეფუთულ კოლოფში.
სპეციალურად სიძეებისათვის Hot Pink სთავაზობს სავარაური ბეჭდის იაფფასიან ასლს. პლატინის ნაცვლად იქნება ვერცხლი, ხოლო ძვირფასი ქვების მაგივრად კი Swarovski–ს კრისტალები. იაფფასიან ასლით უფრო ნაკლები იქნება იმედიგაცრუება, თუ ქალიშვილი უარით უპასუხებს, წუნია რჩეულს არ მოეწონება ბეჭედი ან ზომით არ მოერგება. ასევე, თუ წინადადებას აძლევენ კურორტის რომანტიკულ სიტუაციაში, სადაც ყოველთვის მოინახება ქურდბაცაცა მოქალაქეები, ან ბეჭედს აგდებენ რესტორნის საჭმელში, არსებობს უსამკაულოდ დარჩენის რისკი, უსიამოვნებები უფრო ნაკლები იქნება და ხასიათის გაფუჭებას შესძლებს მხოლოდ „მომენტის“ ჩავარდნა. იაფფასიანი საგნის სიყვარულისა და ერთგულების სრულფასოვანი სიმბოლოს შეცვლას სასიძო უკვე მოგვიანებით შესძლებს.