ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: დასაკეცი ნავი

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

ბიზნეს იდეა: დასაკეცი ნავი
 | რეიტინგი 3 

 

ზოგიერთი მოქალაქე, მიუხედავად ავტომანქანების, მატარებლების და სხვა მოსახერხებელი ტრანსპორტის არსებობისა, ასევე თბილი ზღვების მრავალრიცხოვანი პლაჟებისა თავისი კომფორტული სასტუმროებით, განიცდიან ფეხით ლაშქრობებისაკენ, კლდეებსა და ტყეებში  ხეტიალისკენ უცნაურ ლტოლვას. ისინი სათანადოდ დააფასებენ სტუდენტ ტიბალტ პენვენის   (Thibault Penven) ძალისხმევას ECAL-ის უნივერსიტეტიდან (ECAL/University of art and design, შვეიცარია), რომელმაც სადიპლომო ნაშრომად შექმნა გადასატანი დასაკეცი ნავი Ar Vag, წყლიანი დაბრკოლებების გადასალახავად, წყალზე გართობებისათვის და სხვ..

ნავი Ar Vag გაკეთებულია მუშამბისაგან და ამიტომ ძალზე მსუბუქია. შესაძლებელია მისი  უბრალოდ დახვევა და ისე გადატანა. ნავის ყველაზე მძიმე ნაწილია დასაჯდომი დაფა, რომელიც აწყობილ მდგომარეობას მუშაობს როგორც მცურავი საშუალების მყარი ელემენტი. დასაჯდომის გარდა, ნავის სიმტკიცეს უზრუნველყოფს ბორტებში კარვების რკალების მსგავსი ორი საფეხუროვანი რკალი. მდგრადობისათვის ბრტყელძირიანი დასაკეცი ნავი გაკეთებულია მოკლე და ფართო. ცურვისათვის დაკეცილი ნავის მომზადებას მხოლოდ ორიოდე წუთი სჭირდება. ავტორმა არ გაითვალისწინა ნიჩბების გასაყრელი კაუჭები და ამიტომ Ar Vag-ის ნავით ტალღების გადალახვას დასჭირდება კანოეს სტილი, მხოლოდ ერთი ნიჩბით.

დასაკეცი ნავის ნაკლია: პატარა თვირთამწეობა (დაახლოებით 100 კგ), ცუდი სანაოსნო თვისებები (კორპუსის დაბალი სიმტკიცე და ტალღებისადმი ცუდი მდგრადობა, სწრაფად ცურვის შეუძლებლობა, მათ შორის დასაკიდი ძრავითაც). სამაგიეროდ გააჩნია პლუსებიც, მაგალითად, მცირე წონა და გადატანის უბრალოება, ასევე დაბალი ფასი.

 

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge