ზურგჩანთა-თვითმოგორავესთან ერთად კომბაინების აგების (ანუ ისეთი ნივთების შექმნის, რომლებიც თავის თავში აერთიანებენ ერთდროულად რამდენიმე შესაძლებლობას) ტრადიცია გააგრძელეს ლონდონის სამეფო ხელოვნების კოლეჯის (Royal College of Art) კურსდამთავრებულებმა ემოს ფილდ რიდმა და ლას ოივამ. მათ ააწყვეს ველოსიპედზე დადგმული ყავის გადასატანი მანქანა. აგრეგატი Агрегат Velopresso ყავა ესპრესოს მომზადების საშუალებას იძლევა ყოველგვარი ელექტრობის გარეშე, მაგრამ მფლობელს პედლების ტრიალს კი აიძულებს.
Velopresso - ეს არის სამთვლიანი ველოსიპედი, რომელიც წარმოადგენს გადასატანი ყავახანის ბარს. აგრეგატის წინა ნაწილი წარმოადგენს ყავა-მანქანას, კარადას ინგრედიენტებით და პატარა ბარის სადგამით. ველოსიპედ-ყავის მადუღარას წინა ბორბლების პედალის ამძრავი შეიძლება გადაირთოს ყავახანის საჭიროებისათვის და პედლების ტრიალით შეიძლება ყავის მარცვლების დაფქვაც. ბარმენის საბედნიეროდ, არ არის საჭირო პედლების ტრიალი წყლის ასადუღებლადაც, რადგან ამას პატარა გაზქურა აკეთებს.
წარადგინეს რა ეკოლოგიური, უხმაურო, ელექტრონის შტეფსელისგან დამოუკიდებელი მობილური ყავა-მანქანა, დიზაინერებმა 2012 წელს საპრიზო ადგილები დაიკავეს Deutsche Bank-ისა და Pininfarina-ს მიერ ჩატარებულ კრეატივის კონკურსებზე.
Velopresso ველოსიპედ-ყავის მადუღარას შესაძლო გამოყენება - ეს არის სასმელით ქუჩაში ვაჭრობა, და არა მხოლოდ ყავით; შეიძლება ხალხმრავალი ღია კაფეების მომსახურება. ცხოვრების ჯანმრთელი წესის მიმდევრებს სთავაზობენ ყავის მარცვლების პედლებით დაფქვის მაგივრად ბოსტნეულისა დ ხილის ახალი წვენების გამოწურვას. და არ უნდა დაგვავიწყდეს გადასახურავი ტენტი ბარმენის წვიმისაგან დასაცავად.