ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: თვითმფრინავის გასაშლელი სავარძლები

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

ბიზნეს იდეა: თვითმფრინავის გასაშლელი სავარძლები
 | რეიტინგი 3 

 ავიაგადაზიდვები სიახლეების დანერგვის უდიდესი პლაცდარმია. აქ არა მხოლოდ ფართო ნაბიჯებით მიდის ტექნიკური პროგრესი, არამედ უწყვეტი ბრძოლაც თითოეული დოლარიდან ხარჯის შესამცირებლად. ამიტომაც, ავიაკომპანიები სიამოვნებით აღიქვამენ ნებისმიერ რაციონალიზატორულ იდეას. ასე იპოვა „ა ლა უნაგირი" სავარძლების იდეამ მყიდველები დისკაუნტერების სახით და არ არის გამორიცხული, რომ დასაკეცი დასაჯდომები Molon Labe Design's-საგან მალე გამოჩნდება თვითმფრინავების სალონებში.

სანამ თვითმფრინავი მიწაზეა, მას არ მოაქვს მფლობელისათვის მოგება. Molon Labe Design's-ში დაითვალეს, რომ თუ აშშ-ის შიდა რეისების ყველა თვითმფრინავი აღიჭურვება მათი დადაკეცი სავარძლებით, იგივე თვითმფრინავ-საათების შესრულება შესაძლებელი გახდება 317 თვითმფრინავის გამოყენებით, ნაცვლად 345-ისა.  მიზეზი იმაშია, რომ დასაკეცი სავარძლები მგზავრების ჩასხდომის და გადმოსხდომის დროის შემცირების საშუალებას იძლევა. ვისაც უფრენია, მან იცის, რომ შეუძლებელია იმ მგზავრებისათვის გვერდის აქცევა, ვინც ბარგის დაბინავებითაა დაკავებული, რადგანაც გასასვლელი ძალზე ვიწროა. მაგრამ, თუ სავარძელი ნაწილობრივ დაიკეცება, მაშინ ხალხი გაცილებით სწრაფად დაიკავებს თავის ადგილებს, რაც აეროპორტებში სხვა სამსახურების სათანადო ორგანიზაციის პირობებში აუცილებლად აისახება ხომალდებზემოთხოვნილებებში. ძნელი დასაჯერებელია სატრანსპორტო საშუალებების 10%-იანი ეკონომია, მაგრამ იოლად საწრმუნოა, რომ ძალიან შემცირდება ჩასხდომა-გადმოსხდომის დრო და მგზავრების ნერვიულობა. ფართო გასასვლელები ძალიან მოეწონებათ დამლაგებლებსაც.

მგზავრებისათვის დამატებითი უპირატესობებიდან Molon Labe Design's აღნიშნავს უფრო ფართო შუა საჯდომს სამრიგიანიდან. გაშლილ მდგომარეობაში ის 7,5 სმ-ით უფრო ფართოა ორი მეზობელი სავაერძლისაგან,  მაგრამ ეს სივრცე ეთმობა გასასვლელს. ეს სიახლე არ მოეწონება ყველა ავიაკომპანიას, რადგანაც ხომალდზე კვების ორგანიზაციისათვის გასასვლელში საჭიროა იქნება ურიკის ტარება. აქედან გამოდის, რომ სავარძლებთან ერთად საჭირო გახდება ურიკების პარკის განახლებაც.

გასაშლელ სავარძლებს რამდენიმე ნაკლიც ექნება. ისინი უნდა დამზადდეს თხელი და სავარაუდოდ, ვერ იქნება გადასაწევი, რაც არ იქნება მოხერხებული მოკლე მარშრუტებზე და სწორედ იმავე დისკაუნტერებისათვის.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge