შინაური ცხოველები ხშირად გვევლინებიან ოჯახის სრულუფდაგებული კატებისა და ძაღლებისათვის, თუნდა ყველაზე საყვარლებისათვის. კორეელმა დიზინერმა სუნგჯი მუნმა (Seungji Mun) გაფაწყვიტა უფრო მეტი ზრუნვის გამოჩენა ოჯახის ამ საყვარელი ქმნილებების მიმართ და შექმნა დივანი როგორც ადამიანისათვის, ისე კატისათვის.
მუნმა დაამთავრა სეულის დიზაინერთა სკოლა და დაიწყი მიღეული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. დაითვალა რა, რომ მხოლოდ სამხრეთ კორეაში 10 მილიონზე მეტ ადამიანს ყავს სხლში ცხოველები და გადაწყვიტა ისეთი ავეჯის დაპროექტება, როდესაც ადამიანიც დაისვენებდა და კატაც და ძაღლიც ერთად თავისუფლად ინებივრებდნენ ეს შემოსავლიანი ბიზნეს-იდეაა და დიზაინერის პირველი ქმნილება ამ მიმართულებით გახდა დივანი მიხვეულ-მოხვეული გვირაბით, რომელიც ძალზე მოეწონებათ ამ პატარა ბეწვიან ცხოველებს. უკიდურეს შემთხვევაში, გვირაბი დაპროექტებული იყო კორეელის საკუთარ კატაზე პირადი დაკვირვებების საფუძველზე და მისი პერიოდულად გასუფთავების გათვალისწინებით.
ახლა, ამ დივანის შემხედვარე, ჩნდება მსუბუქი უსამართლობის გრძნობა, რადგან კატას შეუძლია დივანითა და ბალიშებით სრული კომფორტით სარგებლობა, ხოლო გვირაბში ადამიანის მხოლოდ ხელი თუ შეეტევა.. თუმცა, ოჯახის საყვარელთან სათამაშოდ ესეც საკმარისი უნდა იყოს.
სამწუხაროდ, ჯერ არ დაწყებულა ასეთი ავეჯის სერიული წარმოება, მაგრამ ეს დროც ცხრა მთის იქით არ არის.