ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: ცვლადი შპალერი

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

ბიზნეს იდეა: ცვლადი შპალერი
 | რეიტინგი 3 

 

კომპიუტერის სამუშაო მაგიდაზე (desktop) „შპალერებს" დიდი უპირატესობა აქვთ კდლებზე აკრულთან შედარებით, რომელთა გამოცვლაც არც ისე ადვილია. კომპიუტერში მათი შეცვლა ავტომატურადაც შეიძლება სპეციალური პროგრამების გამოყენებით, მაგრამ, აი, კედლებზე კი ყველაფრის ხელით კეთებაა აუცილებელი. იტალიურმა დიზაინერთა ტანდემმა Carnovsky-მ წარმოადგინა კედლებზე ცვლადი სურათების მოწყობა უბრალო ფიზიკური მოვლენის საშუალებით.

ადამიანისათვის ხილული ყველა ფერის მიღება შესაძლებელია წითლის, მწვანისა და ლურჯის შერევით. ამაზეა დამყარებული, მაგალითად, კომპიუტერის მონიტორების მუშაობა. ორმა მილანელმა დიზაინერმა - ფრანჩესკო რუგიმ და სილვია კვინტანილამ, რომელთაც ერთად მეტად უცნაური სახელი აქვთ  - Carnovsky, შექმნეს რიგი სურათებისა, რომლებიც დასახელებულებიდან ერთერთის მინათებით სხვა უზორებს გამოსახავენ. შპალერების სერიას სახელი ეწოდა ფერების მოდელის საპატივსაცემოდ - RGB. უზორი მიიღება სამი გამოსახულების ერთმანეთზე დადებით, რომელთაგან თითოეული შესრულებულია წითელი, მწვანე ან ლურჯი ფერით, რომლებიც ჩვეულებრივ განათებაზე განცვიფრების გარდა არანაირ ემოციას არ იწვევენ.

ცვლადი შპალერების იდეა დაიბადა იტალიური დუეტის წინა შემოქმედებიდან - ისინი ადრე ქმნიდნენ გრაფიკულ ნაწარმოებებს, როგორც იტყვიან „ჩარჩოში". შემდეგ კი გადაწყვიტეს უკვე მთელი კედლის დაპყრობა.

შპალერების ფასი ჯერჯერობით უცნობია და ეს უნდა ჰკითხოთ შემოქმედებით დუეტს, რაც იმას მოწმობს, რომ ისინი მზადდება ყოველ ჯერზე ინდივიდუალური შეკვეთით.

გაითვალისწინება რა სპეციალური განათება შპალერების მთელი ბრწყინვალების გასაგებად, შეიძლება იმის ვარაუდი, რომ ისინი ასევე დარჩებიან ცალობითი წარმოების საგნად.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge