როგორც coolidea.ru-ს მუდმივმა მკითხველებმა იციან, სულ უფრო პოპულარული ხდება სამგანზომილებიანი ბეჭდვა. ანუ, ის პლასტიკური საგნები, რომელთა ცალობით ტრადიციული მეთოდით წარმოება არ არის მომგებიანი, რენტაბელური ხდება 3D-პრინტერიდან გამოსვლისას. ამიტომ, ინგლისურმა კომპანია MakieLab-მა, აღიჭურვა რა მოწინავე ტექნოლოგიით, აითვისა ისეთი ძველი ბიზნესი, როგორიცაა თოჯინების წარმოება შემკვეთის მიერ შექმნილი ინდივიდუალური ნიმუშით.
თვითონ MakieLab წარმოადგენს ვებ-კონსტრუქტორს, რომელსაც 99 გირვანქად შეუძლია შემკვეთის ან მისი ნაცნობის მსგავსი თოჯინის შექმნა. მომხმარებელი ირჩევს მომავალი თოჯინის სქესს და გარეგნულ სახეს: სახის ფორმას. თვალებს, ყურებს და ა. შ., ასევე მომავალი მარიონეტის ტანსაცმლის სტილს.
შემდეგ კომპიუტერული პროგრამა და 3D-პრინტერი ბიოპლასტიკისაგან ამზადებენ შეკვეთილი თოჯინის თავს. წარმოების ტექნოლოგიიდან გამომდინარე, თოჯინის ტანის ზედაპირი გამოდის მქრქალი და ოდნავ ფოროვანი, ანუ იდეალური კოსმეტიკის დასადებად.
თოჯინების წარმოება Makie განლაგებულია ლონდონში. მხოლოდ თვალები და პარიკები ჩამოაქვთ ესპანეთიდან და ჩინეთიდან. ელექტრონიკის ფანატებისათვის და ჩხირკედელა ადამიანებისათვის ნაწარმი კეთდება ღრუებით, რომ მათ შესძლონ მათი მიკროსქემებითა და მექანიკური ნაწილებით ამოვსება. შესაძლებელია, რომ ასე თოჯინას გაუჩნდეს ხმა და „გაუცოცხლდეს" თვალები.