ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: ჩემოდნების პერსონალიზაცია

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

ბიზნეს იდეა: ჩემოდნების პერსონალიზაცია
 | რეიტინგი 3 

 

ჩემოდნების პერსონალიზაციისათვის განკუთვნილი მისაკრავები  (საკუთარი თავის წარმოსაჩენად და ბარგის კარუსელში მათი პოვნის გასაადვილებლად) ყოველთვის არ არის მოხერხებული, რადგან ისინი შეიძლება უბრალოდ არ მიეწებოს არაგლუვ ტექსტურას. მაგრამ Coverlugg-ის ნეოპრენის შალითის ჩამოცმა  ნებისმიერ ჩემოდანზე შეიძლება. მაშინ აღარ იქნება საჭირო მოძრავ ლენტაზე ყველა შავი სწორკუთხედის თვალიერება ნაცნობი ნიშნების გამოსარჩევად, და უფრო წყნარადაც შეიძლება  ყოფნა მისი  შიგთავსის გამო.

Coverlugg - ეს არის გრეგ სანჩესის გამოგონება, რომელიც ფლობს პატარა სარეკლამო სააგენტის არიზონას შტატში. იდეა დაებადა საკუთარი გამოცდილებიდან, როდესაც გრეგმა მორიგი მივლინებიდან დაბრუნებულმა, გაიფიქრა, რომ საჭოროა თავისი შავი ჩემოდნის გამორჩევა ასი იგივენაირი შავებისგან. ამის შემდეგ ის ჩამოშორდა საქმეებს სააგენტოში და მთლიანად გადაერთო სხვადასხვა ფერებიანი ჩემოდნების შალითების პოპულარიზაციაზე. როგორც ჩანს, წარმატებითაც, რადგანაც, გაყიდვების სტარტზე 2001 წლის ნოემბერში Coverlugg უკვე იყიდებოდა ამერიკის 150 მაღაზიაში და იყო შეკვეთები უცხოეთიდანაც.

შალითები 2 ტიპოზომისა მზადდება: პატარა 29,99 დოლარად და დიდი 34,99 დოლარად. ინსტრუქციის თანახმად, ისინი დაიცავენ ჩემოდნებს ჭუჭყისა და წვიმისაგან, ამცირებენ მათი გახსნის შესაძლებლობას და თითქმის არ უმატებენ წონას. ჯერჯერობით Coverlugg იწარმოება მხოლოდ არამიმზიდველი ფერებით, მაგრამ პროექტშია შალითების გამოშვება სხვადასხვა სპორტული კლუბების სიმბოლიკებით. ასევე შეკვეთით ფირმა მზადაა დაამზადოს ბრენდირებული სუვენირები კორპორატიული შემკვეთებისათვის.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge