მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: პროექციული დიზაინი
ბიზნეს იდეა: პროექციული დიზაინი
| რეიტინგი 3
კლებები და რესტორნები საშუალოდ 80-100 ათას დოლარს ხარჯავენ თავისი ინტერერის დამუშავებისა და შექმნისათვის, მაგრამ მნახველებს მათგან ცოტა თუ გააკვირვებს. ინტერიერში სიახლის დამატების საინტერესო და იაფ საშუალებას სთავაზობს სტუდია Pogumax, რასაც ის პროექციულ დიზაინს უწოდებს. ეს სტუდია დაკავებულია საპროექციო მოწყობილობებისა და საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის დაყენებით. ამ პროგრამებს კონკრეტულ გარემოცვაში დიზაინის ჩართვის უამრავი საშუალება აქვთ, რომელიც მაყურებელებს სხვადასხვანაირ შეგრძნებებს უქმნის, მაგალითად, კარებს, სურათებს კედელზე და ა. შ.
სტუდიის დამაარსებელს პროექციული დიზინის იდეა დაებადა შენობებზე სინათლის შოუების ვიდეორგოლების ნახვის შემდეგ და პროექტის რეალიზაცია დაიწყო 2011 წელს. ის მიხვდა, რომ შესაძლებელი იყო პროექტორების გამოყენება შენობებს შიგნით სინათლის დიზაინის შესაქმნელად. მისი სინათლის შოუსგან მთავარი განმასხვავებელი ისაა, რომ შოუსთვის ჯერ კეთდება ვიდეორგოლი, რომელიც პროეცირდება შენობაზე, ხოლო სტუდიის პროგრამა ეფექტებს ქმნის რეალურ დროში და ამით შესაძლებელი ხდება მისი შენობისათვის მისადაგება
შექმნელებს უნდოდათ ერთი უნივერსალური პროგრამის შექმნა, რომელსაც ექნებოდა ათობით სხვადასხვა ეფექტი, მაგრამ ამას წელიწადზე მეტი დრო და დიდი ფინანსები დასჭირდებოდა. ამიტომაც შექმნეს ცალკეული თემები, მაგალითად, „ბურთები" „თოვლი", „მწერები". პროგრამაში შესაძლებელია ობიექტების რაოდენობისა და მოძრაობის სიჩქარის ცვლილებები, თოვლის გროვების დამატება („თოვლისათვის"), გარეშე ხმებზე რეაგირების რეჟიმის დაყენება (მაგალითად, მუსიკის) და ა. შ. გეგმაშია თემების რაოდენობის გაზრდა.
Pogumax თავის კლიენტებად ხედავს არა მხოლოდ კლუბებს, ბარებს და რესტორნებს, არამედ გამოფენებს, კონფერენციებს და საკუთარ სახლებსაც კი. ამ საქმეში შეღწევას კი აპირებს როგორც პარტნიორი დიზაინერული და ასევე პოტენციური კლიენტების მძებნელი კომპანიების საშუალებით.