ავსტრიული დიზაინერული სტუდია Fluid Forms-მა შეიმუშავა უჩვეულო საშუალება, რომლითაც შესაძლებელია გულით საყვარელი ადგილების აღბეჭდვა და ამასთან ინტერიერის მორთვის განუმეორებელი საგნის მიღება. კლიენტისაგან საჭიროა მხოლოდ დედამიწის ზედაპირზე ადგილის არჩევა, რომელიც შემდეგ მოცულობაში იქნება გამოსახული შეკვეთილ ნივთზე. Fluid Forms-ის ასორტიმენტშია კულონები, სამაგრები, მედალიონები, ვაზები და ჟურნალის მაგიდებიც კი. დიზაინერები შეკვეთებს იღებენ ინტერნეტით, ხოლო რელიეფური მინიატურებისათვის იყენებენ თანამგზავრულ რუკებს და კომპიუტერულ მოდელირებას. კლიენტებს პირდებიან ნაკეთობის ხელით დამზადებასა და მაღალ ხარისხს. როგორც წესი, ფასებიც საკმაოდ მაღალია.
მაგალითად, კულონის მახასიათებლებია სწორკუთხოვანი ფორმა, ზომა 25x25 სმ, მასალა - 925 სინჯის ვერცხლი, ხოლო ფასი 330 ევროა. შესაძლებელია ვერცხლის კულონის საყვარელი ზომის შერჩევა და მასზე სამახსოვრო წარწერის დატანება.
ჟურნალების მაგიდა კი შემდეგნაირია: ზომები 600x600x500 სმ, დეტალები კი უჟანგავი ფოლდისაა. ადგილის სამგანზომილებიანი რუკა შესრულებულია ხისგან და დაფარულია მინის საფარით. მისი ფასი 220 ევროა.
ტრადიციული ბრტყელი მაგიდისაგან განხვავებით, სადაც 3D-მთები და ველები მინითაა დაფარული, კრეატიული ხის ვაზას 252 ევროდ უკვე გააჩნია პირდაპირი გაგებით რელიეფური ზედაპირი.
Fluid Forms (http://www.fluid-forms.com/) წარმატებას უსურვებს გეოგრაფიული კასტომიზაციის მოყვარულ გადახდისუნარიან მოქალაქეებს.