ავატარები ფორუმებზე და სოციალურ ქსელებში ასევე წარმოადგენენ თვითწარმოსახვის საშუალებას. თუ საბავშვო ასაკში ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი პიროვნებები საკუთარ თავს წარმოიდგენენ კომპიუტერული თამაშების ბრჭყალებიან გმირებად, მოწიფულ ასაკში უკვე მოდის იმის გაგება, რომ „მე" ამაყად ჟღერს და გაცილებით უფრო ღირსეულია საკუთარი სახე ავატარზე. მაგრამ თუ ფოტოსურათი მაინც ბანალურად ჩანს, მაშინ შეიძლება მსოფლიოსათვის საკუთარი მულტიორეულის ჩვენება. მაგალითად, როგორც ამას აკეთებს ლენ პერალტა, რომელიც საკუთარი საიტის FlipFace.me-ს საშუალებით იღებს შეკვეთებს დახატულ ავატარებზე. საჭიროა მხოლოდ, რომ კლიენტმა გააგზავნოს 15 დოლარი და საკუთარი ფოტოსურათი. შეიძლება კიდევ რაიმე სურვილების დამატებაც. ძალიან მალე, სულ რაღაც 2 საათში, შემკვეთი ელექტროფოსტით ღებულობს საკუთარ მულტიავატარს, რომელსაც ის სიამაყით დადებს მთავარი ფოტოს მაგივრად, მაგალითად, Facebook-ში,
ლენისთვის FlipFace.me დამატებითი შემოსავლის წყარია. ის ძირითადად დაკავებულია კომიქსების, წიგნებისათვის ილუსტრაციებისა და ვიდეოთამაშებისათვის პერსონაჟების ხატვით და ა. შ. მაგრამ, რადგან რადგან ყოველვის არ ჩანან დიდი პროექტების დამკვეთები, რამდენიმე წუთის მუშაობისათვის 15 დოლარი ზედმეტი არ იქნება.