მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: სამეფო ძვირფასეულობის ასლები
ბიზნეს იდეა: სამეფო ძვირფასეულობის ასლები
| რეიტინგი 3
ყოველგვარი ეჭვის გარეშეა, რომ ჩინეთი წამყვანი ქვეყანაა ნაყალბევებისა და ასლების წარმოებით. უკანაკსნელ დროს გიგანტური ასლების გადამღები მანქანა ადრინდელთან შედარებით უფრო ცივილიზებულად იქცევა. ახლა მისი რეზიდენტები დაუფარავად გეტყვიან, რომ ნივთი წარმოადგენს ცნობილი საათისა თუ ტელეფონის მხოლოდ რეპლიკას და მას არ აქვს პრეტენზია ორიგინალის ხარისხზე და დაფნის გვირგვინზე. ცოტა ხნის წინ ციურ იმპერიაში აქტიურად აითვისეს სამეფო სამკაულების ასლების კეთებაც.
საზოგადოების ახალი უჯრედებს აარსებს არა მხოლოდ არისტოკრატია, არამედ მუშურ-გლეხური კლასი, და ამ უკანასკნელსაც სურს იყოს ბედნიერი და აჩუქოს სიხარული ახლობლებს, თუმცა ამისათვის მისი რესურსები გაცილებით მწირია. როდესაც ინგლისის პრინცმა ვილიამმა აირჩია გულისსწორი და აჩუქა საგვარეული ბეჭედი ცისფერი საფირონით (რომელიც ადრე პრინცესა დიანას ეკუთვნოდა), რამდენიმე ჩინელმა მწარმოებელმა მაშინვე დაიწყო ამ სამეფო ძვრიფასეულობის ასლების კეთება. ინტერნეტში იპოვეს რამდენიმე ფოტოსურთი და დაიწყეს მისი რაღაც მსგავსის კეთება, ოღონდ განგებ მცირე განსხვავებებით იურიდული დევნისაგან თავის ასარიდებლად.
ფაბრიკები არ ჩერდებიან ერთ ვარიაციაზე, არამედ აკეთებენ რამდნიმე სახეობას ყველანაირი საფულისთვის. კეროდ, მეწარმე ჟოუ მინგვანგი 4 მოდელს სდებს: მათგან ყველაზე იაფი აკრილის ფისისა და უბრალო შენადნობისაგან სულ 3 იუანი ღირს, ხოლო ყველაზე ძვირი - ცირკონიუმისა და მოვერცხლილი სპილენძისაგან უკვე 50 იუანი. თვითონ ორიგინალი სპეციალისტების მიერ შეფასებულია 30 000 გირვანქად. ნავარაუდევი იყო, რომ სამეფო ძვირფასეულობის ასლებს დიდი მოთხოვნა ექნებოდა ჩინეთის ხელმოკლე მოსახლეობაში, მაგრამ ინტერნეტით გაყიდვების შემდეგ (საიტზე Alibaba.com) ნათელი გახდა, რომ შტატებში, დიდ ბრიტანეტში და ევროპის სხვა ქვეყნებშიც ბევრი მსურველი მოიძებნა. განსაკუთრებით ბევრი იყო მყიდველი აპრილში ამ „მაღალი" ქორწილის დღეებში. მაგრამ მის შემდეგაც ამ ასლების მწარმოებლებს ეჭვი არ ეპარებათ გაყიდვების წარმატებაში, რადგან ძალზე დიდია ვინძორების პოპულარობა და ბევრს მოუნდება ჰქონდეთ რაიმე, რომელსაც თუნდაც სულ ოდნავ ექნება ამ დინასტიასთან მსგავსება.