ბოთლი ალკოჰოლური სასმელით ყოველთვის კარგი საჩუქარია. მაგრამ მავანი თვლის, რომ მარკა და დაძველების წლები ეტიკეტზე არ არის პრეზენტისათვის საკმარისი მოსართავი და საჭიროა კიდევ რაღაცის დამატება. სრულყოფილების ასეთი ფანატებისათვის საყოფაცხოვრებო მორთულობების შვეიცარიულმა მწარმოებელმა Tät-Tat-მა გამოუშვა ლენტები ბოთლებისათვის საზეიმო სახის მისაცემად.
სხვადასხვა ფერის Tät-Tat Weinhüllen-ს (ღვინის შემფუთავს) აწარმოებენ უშუალოდ შვეიცარიაში და, როგორც ჩანს, ხელით და ამიტომ არ ღირს იაფი: თთოეული სახეობის 3-ცალიანი კომპლექტი 3 ევრო ღირს, ხოლო 5-მორთულობიანი ასორტი უკვე 9,40 ევრო.
კრეატიული სასაჩუქრო ატრიბუტიკის დიზაინერები არიან საოჯახო წყვილი ბრიგიტა და ბენედიქტ მარტინ-იმხოფები. რომელთაც ნამდვილად უყვართ ექსპერიმენტები ფერადი ქაღალდებით. მოსახლეობის სწრაფმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ კაცობრიობის მშვენიერ ნახევარს განაკუთრებით მოსწონს ლენტები ბოთლებისათვის. იდეალურია შემთხვევა, როდესაც მჩუქებელი და დასაჩუქრებული ამ ნახევარს მიეკუთვნებიან.