საახალწლო დღესასაწაულების წინ ადამიანებში იღვიძებს ინტერესი საშობაო სტილის მისალოცი ბარათებისადმი. ისევ გახდა აქტუალური დათოვლილი ტყე, სანტა კლაუსი თავისი ირმებით. შვედეთში არსებობს საშობაო მისალოცი ბარათების დამზადების უცნაური და მხიარული სერვისი Living Christmas cards. ინტერნეტის მომხმარებელს შეუძლია კომპიუტერიდან აუდგომლად შექმნას საშობაო პეიზაჟის ფოტო ნამდვილი ირმებით და მიიღოს განუმეორებელი ბარათი ელექტრონული სახით ან ქაღალდზე.
პროექტის Living Christmas cards-ის საიტზე გამოსახულება გადაიცემა ოთხი ვებ-კამერიდან, რომლებიც დაყენებულია ჩრდილოური ირმების სადგომზე. თვალწარმტაცი ადგილი მდებარეობს ტყით დაფარულ მაღლობზე და მშვენივრად შეესაბამება ლაპლანდიის სურათს (თუნდაც მეზობელ ფინეთში), საიდანაც იღებს სტარტს სანტაკლაუსი თავის ირმების მარხილით. მართალია, რომ ეთერი არ არის პირდაპირი, თორემ სხვანაირად ეკრანზე დღის მეტ ნაწილში ღამე იქნებოდა. რას იზამ, ჩრდილოეთია.
საიტზე შესვლისას ჩანს, თუ როგორ დინჯად ცხოვრობენ სხვადასხვა კოლორიტის ირმები, ფურები და დატოტვილრქიანი მამრები, ღეჭავენ მღიერებს და ვერ ხდებიან, რომ ფოტომოდელების როლში არიან. ვებ-კამერების მდგომარეობა ფიქსირებლია, მაგრამ მოთმინების გამოჩენით შეიძლება კარგი კადრის გაკეთება, მისი რეტუშირება და მისალოცი წარწერის გაკეთება. შემდეგ შემოგთავაზებენ მის უფასოდ შენახვას კლიენტის კომპიუტერზე და გადაგცემენ შვედური ფოსტის ხელში, რომელიც მზადაა 15 კრონად გააგზავნოს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში თვითნაკეთი, მაგრამ ძალზე მაღალი ხარისხით დაბეჭდილი საშობაო ბარათი.
სერვისის ნაკლია გადაღებისათვის რაკურსების მცირე რაოდენობა, ლაპლანდიური ირმების სიზანტე, რადგან შეიძლება საათობით ელოდოთ საინტერესო კადრისათვის მათ განლაგებას, სხვისი საინტერესო კადრების გამოყენების შეუძლებლობა. მაგრამ, ამავე დროს, Living Christmas cards არის სურათების გალერეა, სადაც შეიძლება სხვების კადრების შეფასება, ხოლო ხმებით გამარჯვებული პრიზად ღებულობს შვედეთში გამგზავრების საშუალებას.
მთლიანობაში, ინტერნეტით ფოტობიზნესის იდეა საინტერესო ჩანს, სარეალიზაციოდ კი არც ისე რთული და იმსახურებს განვითარებასა და მიბაძვას არა მხოლოდ საშობაო ბარათების შესაქმნელად.