ახალი წელი ყველა სახის კალენდრებისა და ყოველდღიური გამოცემების განახლების დროა. ნოემბერში და დეკემბერში სტამბები ყელამდე ალიან ჩაფლული კორპორატიული კალენდრების შეკვეთებში, რომლებითაც შემდეგ ივსებიან ტუმბოების უჯრები და მხოლოდ იშვიათად თუ იქნებიან ჩამოკიდებული კედლებზე „პატივსაცემი პარტნიორები" და „საყვარელი მყიდველები". როგორც წესი, ისინი არაფერ საინტერესოს არ წარმოადგენენ, მაგრამ აი, სად შეიძლებოდა დაიზაინერული სითამამის გამოჩენა (სხვადასხვა დონეზე შიშველი გოგონები ასეთად არ ითვლება). ასეთი თამამი აღმოჩნდა, მაგალითად, ინგლისელი კრეატორი დენ უსისკინი (Dan Usiskin), რომელმაც წარმოადგინა კალენდარი საბავშვო თავსატეხის „შეაერთე წერტილები"-ს სახით.
ლონდონელმა დიზაინერმა სლავური გვარით ბევრ სახელიან სტუდიაში მოასწრო მუშაობა, მაგრამ არ ავსწყდებოდა საინტერესო პროდუქტების შექმნა „საკუთარი სიამოვნებისათვის". ასეთი აღმოჩნდა კალენდარი Dot to Date (ინგლისური სიტყვების თამაში -
„შეაერთე წერტილები"). ყოველი თვის ცალკე ფურცელზე მოთავსებულია შებამისად დანომრილი წერტილების რაოდენობა, რომელთა შეერთებითაც მიიღება ლონდონის ცნობილი ღირსშესანიშნაობა. თუ კალენდრის მფლობელები ყოველდღე შეაერთებენ რამდენიმე წერტილს, თვის ბოლოს უკვე სრულ სურათს მიიღებენ. დამატებით, შესაძლებელია ობიექტების გაფერადება და საკუთარი გემოვნებით რაიმე განსაკუთრებულის დამატებით შემოქმედებითი უნარების გამოვლენა.
Dot to Date-ს შეკვეთა შეიძლება ინტერნეტით 12 გირვანქად და კიდევ რამდენიმეს დამატებით, სახლში მოტანისათვის, საიტზე (http://www.danusiskin.com/latest%20copy/buy_latest_copy.html).