ადრე ვარაუდობდნენ, რომ coolidea.ru საკულტო პროექტია ევროპელი მეწარმეებისათვის, მაგრამ დღეს უკვე ამაზე დარწმუნებით შეიძლება ლაპარაკი. სხვაგან სად, თუ არა აქ, სერვისის Mykea დამაარსებლებს შეიძლებოდა მოსვლოდათ იდეა ჩვენს გარშემო განლაგებული ჩვეული საგნების ვინილის აფსკისაგან დამზადებული ეტიკეტებით. ამ ჰოლანდიური პროექტის თავისებურება იმაშია, რომ გალამაზების (როგორც სამოყვარულო ნახატებით, ისე პროფესიული დიზაინებით) ობიექტებს წარმოადგენს ავეჯი იკეა-საგან
როდესაც აღმოაჩინეს, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იკეა ყიდის ერთნაირი მოდელისა და ფერის ავეჯს, მოხერხებულს და ხარისხიანს, მაგრამ უსახურს, Mykea-ს დამაარსებლებმა გადაწყვიტეს მფლობელების გაბედნიერება მცირე ფასად მისი განუმეორებლად და ლამაზად გადაქცევით.
Mykea თავის კლიენტებს სთავაზობს აირჩიოს თავისი ავეჯის საგანი (კარადა, მაგიდა ან საწოლი), მისი მორთულობის დიზაინი, ხოლო შემდეგ აჩვენებს მოსალოდნელი შედეგის სამგანზომილებიანი ვიდ-პრევიუს. საფასურის გახდის შემდეგ (ეს, ჩვეულებრივ, რამდენიმე ათეული ევროა) კომპანია იღებს 5-10 დღეს დიზაინის ვინილის აფსკზე ამოსაბეჭდად და მის ადრესატისათვის მისატანად. ავეჯის გასალამაზებელი დიზაინები შეიძლება აღებულ იქნას Mykea-ს მუზუმიდან, ან გაკეთდეს დამოუკიდებლად. მაგრამ კასტომიზაციის ყველაზე მარტივი და მხიარული ხერხია აფსკიანი დაფარვის შეკვეთა საკუთარი გამოსახულებით (არ არის აუცილებელი პორტრეტულის).
სერვისი მისდევს Web 2.0-ის ფილოსოფიას, რომელიც ყველა მსურველს სთავაზობს გახდეს ავეჯის დიზაინის ავტორი და ამით ფული გამოიმუშაოს. სამუშაოსათვის აუცილებელია აქაუნთის დარეგისტრირება და „დიზაინერის ნაკრების" (Design kit) პლაგინის ჩამოტვირთვა. პროექტის მონაწილის მიერ შექმნილი გამოსახულებები მკაცრი მიმღები კომისიის გავლის შემდეგ მისაწვდომი იქნება Mykea-ს შეკვეთების საიტზე. ავტორი მიიღებს ანაზღაურებას 10%-ის ოდენობით მისი დიზაინიანი აფსკის ყოველი გაყიდვიდან.
Mykea -არც ისე ხარჯიანი ბიზნესის კარგი მაგალითია, რომელიც იყენებს ინტერნეტს და პოტენციური კლიენტების დიდ აუდიტორიას. საინტერესო იქნება მზერის მიპყრობა ავტომოყვარულებისაკენ და გაჯეტების მომხმარებლებისაკენ. ამავე დროს, თუ მოხდება კლიენტებისათვის მოსახერხებელი კასტომიზაციის სისტემის რეალიზაცია სხვადასხვა მწარმოებლების ავეჯისათვის, მაშინ ასეთ სერვისს დიდი პერსპექტივები შეიძლება ჰქონდეს.