მომხმარებელთა საფულეებისათვის შეჯიბრებაში უკვე დიდი ხანია გამოიყენება ყველანაირი მობილური დანართები. მორიგ ხერხს, რომ აიძულონ ხალხი დახარჯოს მეტი ფული, ნერგავს კომპანია MasterCard. აქ შემუშავებული დანართი QkR («კუინკერი») საშუალებას აძლევს კინოთეატრის მაყურებელს შეუკვეთოს კოკა-კოლა და ჩიფსები სავარძლიდან წამოუდგომლად.
მუშაობისათვის სერვისს სჭირდება ინტერნეტი. QkR კლიენტს აჩვენებს კინოთეატრის რესტორნის მენიუს და იღებს შეკვეთას. ტელეფონით არჩეული საჭმელისა და სასმელის საფასური ავტომატურად მოიხსნება მყიდველის ანგარიშიდან. შემდეგ საჭიროა ლიდინი, სანამ მიმტანი მოიტანს შეკვეთას. იმისათვის, რომ მან სწრაფად იპოვნოს ადგილი, სადაც ზის ზარმაცი, მაგრამ სასურველი მაყურებელი, სერვისი იყენებს შტრიხ-კოდს QR-ს ან NFC-ნიშანს. შეკვეთის წინ საჭიროა კოდის ტელეფონით დასკანერება ან ხელით აკრეფა.
უფასო დანართი QkR ჩაშვებულ იქნა ტესტირებაში Hoyts-ის (ავსტრალია) კინოთეატრების ქსელში 2012 წელს. სერვისი ნამდვილად კარგია გამხდარი ადამიანების გასასუქებლად. შეიძლება მხოლოდ გაგიხარდეს ავსტრალიელი პოპ-კორნის მჭამელთა გამო, განსაკუთრებით, თუ ადგილობრივ კინოთეატრების რიგებს შორის გასასვლელი საკმარისი ზომისაა ოფიციანტების სამოძრაოდ მაყურებლების ფეხებზე დაუბიჯებლად. QkR-ს მეორე ნაკლია ოფოციანტების მუდმივი მოძრაობა და მაყურებლებისათვის ხელის შეშლა კინოს ყურების დროს: ბევრი გადაიტანს მშვიდად ოფიციანტების მუდმივ სიარულს და ეკრანის დაფარვას სეანსის დროს? რჩება პატარა „ფანჯარა" ლენტის დაწყებამდე, სანამ მიდის რეკლამა და ტიტრები, რაც ნამდვილად ვერ გაამდიდრებს MasterCard-ს და Hoyts-ს. თუმცა, ეს ჯერჯერობით მხოლოდ პროდუქტის ტესტირებაა და QkR-ს სერვისის გამოყენება შეიძლება არა მხოლოდ კინოთეატრში. მოინახება ბევრი ადგილი, სადაც ონლაინ-შეკვეთა უსწრაფესი შესრულებით ცხოვრებას უფრო კომფორტულს გახდის.