თანამშრომელთა ეფექტიან მუშაობას ყოველთვის უშლიდა ხელს ორი პრობლემა – შიმშილი და სადილისშემდგომი თვლემა. ტყუილად კი არ არსებობს ხალხური გამონათქვანი, რომ სადილამდე მუშაკი ებრძვის შიმშილს, სადილის შემდეგ კი – ძილს. ამ პრობლემებს ობიექტური ახსნები გააჩნია: შემშილის გრძნობას იწვევს ენერგიის დანახარჯები, რომელსაც მუშაკი ხარჯავს სამუშაოს შესასრულებლად, ხოლო ძილიანობას – ენერგიის დანაკარგები, რომლებიც გამოწვეულია უხვი საკვების გადამუშავებით, როგორსაც ნოყიერი სადილი წარმოადგენს.
თუ პირველ პრობლემასთან ბრძოლა სხვადასხვა დონის, კვალიფიკაციისა და სტაჟის თანამშრომლებმა ისწავლეს განსაზღვულ დროს საჭმლის მირთმევის გზით საწარმოს (ოფისის) კედლებში ან მის ფარგლებს გარეთ, მეორე პრობლემა მშრომელი ხალხისათვის მაინც გადაუჭრელი დარჩა. მუშაკი მაინც იმყოფება საკუთარ თავთან უწყვეტი ჭიდილის მდგომარეობაში. როგორც ერთ ანეკდოტშია – როგორც კი დააპირებ მუშაობას, აუცილებლად ვინმე გაგაღვიძებს.
და აი, ამ მავნე მოვლენასთან უკანასკნელი ძალებით ბრძოლისა და მასთან ჭიდილის ახალი მეთოდების მოგონებისას, მე მოვძებნე, ჩემი აზრით, ძალზე ეფექტური იარაღი – საწარმოებში (ოფისებში) თანამშრომელთა სადილისშემდგომი დასვენება.
რასაკავირველია, ლაპარაკი არ არის სრულფასოვან 6–8–საათიან ძილზე. უფრო ზუსტად, ეს არის ჩათვლემა სადილის შემდეგ, რომელიც მუშაკს ძალებისა და შრომისუნარიანობის აღდგენის საშუალებას მისცემს.
სადილისშემდგომი დასვენების ორგანიზებისათვის, ის ფირმა, რომელიც დაინტერესდება ამ საქმიანობით ფულის გამომუშავებით, საწარმოში (ოფისში) იჯარით იღებს ისეთი ფართობისს შენობას ან ნაგებობებს, რომელიც დამოკიდებული იქნება მის ფინანსურ შესაძლებლობებზე. შემდეგ ნაგებობა (–ები) გაიყოფა პატარა იზოლირებულ კაბინებად ზომით 1,5x2,0 მ. .
თითოეული კაბინა მოეწყობა შემდეგნაირად:
1. კედლები და ჭერი იზოლირებულია გარეშე უცხო ხმებისგან;
2. კედლები და ჭერი მოხატულია პეიზაჟებით ან აკრულია ფოტოშპალერით და გააჩნიათ რბილი რეგულირებადი განათება;
3. კაბინა აღჭურვილია ვენტილაციისა და ჰაერის კონდიცირების სისტემებით, ხოლო თუ არის საშუალება – აერაციითაც (ზღვის ნიავის, წიწვოვანი ტყის სურნელი და ა. შ.);
4. კაბინის კარებში ჩამონტაჟებულია პლაზმური პანელი, ხოლო კედლებსა და ჭერში – სტერეოსისტემა, რომელიც სტუმრის სურვილისამებრ გამოსცემს ფრინველების, ტყის შრიალის ან ზღვის ტალღების ხმებს;
5. კაბინა აღჭურვილია მოხერხებული ერგონომიკული მასაჟის სავარძლით (ან უბრალოდ სავარძლით), რომელიც თანსაცმლის გაუხდელად ნახევრადმწოლიარე მდგომარეობისა და მოდუნების საშუალებას იძლევა;
6. კლიენტის სურვილისამებრ ნომერში შეიძლება ჩაის, ყავის, გამაგრილებელი სასმელებისა და ჯანგბადის კოქტეილების მიწოდებაც კი.
ასეთი ნომრის მომსახურება 10–20 დოლარად შეუძლია 2 ადამიანს – რეცეფციონისტს, იგივე მოლარეს, და ტექნიკურ მუშაკს, რომელიც ოპერატორის და დამლაგებლის ფუნქციებს ასრულებს (მუსიკის, პლაზმური პანელის, მასაჟის სავარძლის ჩართვა, განათების გაწყობა).
მომსახურების ღირებულება შედგება ბოქსის ერთი სეანსით იჯარის საფასურისგან (დავუშვათ, 30 წუთით), რომელიც, იდეაში, არ უნდა აღემატებოდეს კომპლექსური სადილის ფასს, და ასევე დამატებითი მომსახურებების ფასებს (სასმელები, მასაჟის სავარძლით სარგებლობა, ტელევიზორი და მუსიკა ბოქსში და ა. შ.). რადგანაც მომსახურება უმოკლეს დროში (სადილის შესვენების განმავლობაში) მუშაკის ძალის აღდგენის საშუალებას იძლევა და ამაღლებს მისი მუშაობის ეფექტიანობას, შესაძლებელია ხელშეკრულების გაფორმება საწარმოში (ოფის–ცენტრში) ფართობის მოიჯარე საწარმოსთან (ფირმასთან) ამ ფირმების თანამშრომელთა სააბონენტო მომსახურებაზე.