ბიზნესის შემოსავლიანობით ერთერთი წამყვანი ადგილი მომსახურების სფეროს უკავია. და ეს ლოგიკურიცაა, რადგან ადამიანი ყოველთვის მოითხოვს ყურადღების მიქცევას, თუნდაც ეს ყურადღება ფული ღირდეს.
წარმატებული ბიზნესის ერთერთი შესაძლო ვარიანტი საპარიკმახეროა. ყველა საპარიკმახერო იყოფა ელიტურებად, საშუალო და დაბალი დონისად (დაყოფა ხდება გამომდინარე სანიტარულ-ჰიგიენური კრიტერიუმებიდან).
მაგალითად, რუსული ბაზრისათვის უფრო მომგებიანია საშუალო კლასის საპარიკმახეროები, რადგან ისინი პოპულარობით სარგებლობენ,და ამასთან ერთად, კონკურენციაც არ არის მაღალი. ეს იმით აიხსნება, რომ საშუალო დონის საპარიკმახერო ეს არის კვალიფიციური კადრები, ხარისხიანი აღჭურვილობა, ინტერიერი, შედარებით დაბალი ფასები. მოსახლეობის უმრავლესობა უპირატესობას სწორედ საშუალო დონის სალონს მიანიჭებს, სადაც მომსახურებები შესრულდება ხარისხიანად და არც ისე ძვირად. რა არის საჭირო სალონის გასახსნელად: ნაგებობა, რომელიც გაყოფილი იქნება ორ ნაწილად - სამუშაო ზონად (მამაკაცთა და ქალთა კაბინეტები) და კლიენტების მოსაცდელი ადგილი; თავაზიანი პერსონალი და აღჭურვილობა, რომელიც არ იქნება სირცხვილის მომგვრელი (დაიმახსოვრეთ, რომ არასოდეს გაწიოთ მასზე ეკონომია) და ხარისხიანი რემონტი. თუ თქვენ ყოფილი პარიკმახერ ხართ, მაშინ თქვენ გაქვთ უპირატესობა, რადგანაც უკვე იცით „თქვენი" საქმის ყოველი წვრილმანი და არც პესონალის შერჩევა იქნება ძნელი. და კიდევ, თუ თქვენ გადაწყვეტთ არც თუ ისე დიდი სალონის გახსნას, და არის თავისუფალი ადგილები, მაშინ შეგიძლიათ გახსნათ კოსმეტიკური კაბინეტი ან სოლარიუმი, რაც გაზრდის თქვენს შემოსავალს და შესაძლოა, რომ ეს იყოს ახალ დონეზე გადასვლის შესაძლებლობა.