კვლევები აჩვენებენ, რომ ყიდვის გადაწყვეტილებების მიღებისას ადამიანები განწყობილნი არიან დაუჯერონ მათ, ვისაც იცნობენ და ვის მიმართაც კარგად არიან განწყობილნი. და რამდენადაც უფრო ძვირი იქნება შენაძენი, მით უფრო ფასეულია ე. წ. აზრების ლიდერების რეკომენდაციები, რომელთაც სხვებთან ერთად მეგობრებიც მიეკუთვნებიან. ინტერნეტ-სტარტაპი Mulu.me აქტიურ ინტერნეტ-მომხმარებლებს სთავაზობს გაუზიარონ მეგობრებს თავისი აზრები გარკვეული საქონლისა და ბრენდების უპირატესობების მიმართ და მიიღონ ამისათვის გასამრჯელო შემდგარი გაყიდვებიდან.
Mulu.me ერთგვარი სოციალური ქსელია, სადაც ექსპერტები, სხვადასხვა მასშტაბის ცნობადი სახეები და ასევე უბრალო ადამიანები ქმნიან გვერდებს საყვარელი პროდუქტების აღწერილობებით. თუ სხვა მომხმარებლები ისარგებლებენ რეკომენდაციებით და გააკეთებენ შენაძენს პარტნიორ მაღაზიებში, ისინი გასამრჯელოდ მიიღებენ გაყიდულის საფასურის 10%-ს.
ამის შემდეგ ეს თანხა შეგიძლიათ გადაიტანოთ PayPal-ის სისტემის ანგარიშზე და გადასცეთ ერთერთ რომელიმე საქველმოქმედო ორგანიზაციას.
სოციალური ქსელების ფუნქციონალებიდან Mulu.me-მ აიღო რეკომენდაციების კომენტარების სისტემა, ასევე „ფოლებისა" და „დაფოლილად ყოფნის" შესაძლებლობა, როგორც ეს Twitter-შია. სავარაუდოდ, სერვისს კიდევ დაემატება სხვა ფუნქციებიც, რადგანაც ჩანს უამრავი ბოლომდე დაუმუშავებელი ხარვეზი.