გსურთ თქვენ წერილის მიღება ცნობილი მსახიობისგან ან მწერლისგან? არა rss-გზავნილი ბლოგში უკანასკნელი პუბლიკაციით, არამედ ნამდვილი, ქაღალდზე დაწერილი წერილი, რომელსაც ფოსტალიონი უშვებს საფოსტო ყუთში? ამერიკული ლიტერატურული ინტერნეტ-ჟურნალი თავის მუდმივ მკითხველებს სწორედ ასეთ ოფციას სთავაზობს - ხელმოწერას ჩვეულებრივი ფოსტით წერილების ცნობილი პიროვნებებისაგან წერილების მიღებაზე.
თვეში 3-4-ჯერ "Letters in the mail" მომსახურების ხელმომწერები იღებენ წერილებს ერთი რომელიმე პოპულარული მოღვაწისაგან. ესენი შეიძლება იყვნენ როგორც ბლოგერები, რომელთაც რეგულარულად მიჰყავთ საიტზე საკუთარი სვეტები, ასევე მწერლები, იუმორისტებიც, ფეხბურთელები, რომლებიც არ არიან პირდაპირ დაკავშირებულნი საიტთან. რასაკვირველია, არ არის საჭირო თავის მოტყუება და იმის იმედის ქონა, რომ წერილების ავტორები დასხდებიან და დაიწყებენ ასობით გზავნილის ბეჭდვას. ყველა მიიღებს ავტორის მიერ დაწერილი ერთი და იგივე წერილის ასლს, რომელიც საიტის გუნდის მიერ იქნება ტირაჟირებული. მაგრამ თუ ავტორი უჩვენებს თავის მისამართს, მაშინ შესაძლებელი იქნება პასუხის გაცემაც. ჩანაფიქრის მიხედვით, წერილების ტექსტები ინტერნეტში არ გამოქვეყნდება და წერილების ავტორები არაფრით არ არიან შეზღუდულები.
მომსახურების ფასია თვეში $5 აშშ-ში მცხოვრებთათვის და $10 სერთაშორისო ხელმომწერთათვის. წერილთა ავტორები იღებენ ანაზღაურებას $12-ს5 თითოეული წერილისათვის, მაგრამ შემდგომში თანხა დამოკიდებული იქნება ხელმომწერთა რაოდენობაზე.