ფერმერებისათვის საიტების სარგებლიანობის შესახებ მრავალი კამათის შემდეგ თემას აგრძელებს რუნეტში ფერმერებისათვის საიტის გამოჩენა. მის შექმნას აპირებენ პროექტ „ეკოფუდის" დამაარსებლები, რომლითაც ფერმერები უკვე პოულობენ თავისი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ცალობით მყიდველებს და რომელთაც შეეძლებათ დაავალონ მისი მყიდველებამდე მიტანა.
პროექტი „ეკოფუდი" გაშვებულია 2010 წელს ეკონომიკის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულთა მიერ. რამდენიმე ფერმერული მეურნეობისათვის პროექტი წარმოადგენს მათი პროდუქციის ვიტრინას, და ასევე შუამავალს მათსა და პროდუქტების ქალაქელ მყიდველებს შორის. ჯერჯერობით ფერმერული ინტერნეტ-ბაზარი მუშაობს Facebook-ის პლატფორმაზე, ხოლო მყიდველთა განაცხადები მიიღება შეკვეთების მოკრძალებულ გვერდზე. „ეკოფუდის" ასორტიმენტშია ძროხის ხორცი, ღორის ხორცი, ფრინველი, კვერცხი, რძისა და სხვა პროდუქტები.
ფერმერული მეურნეობების კონტაქტები ყვალსთვისაა ხელმისაწვდომი და მომხმარელებს შეუძლიათ ფერმერთან დამოუკიდებლად მისვლა. უფრო დაკავებულებს ან არამობილურებს შეუძლიათ შეკვეთის გაკეთება „ეკოფუდის" საშუალებით; სოფლის ახალი პროდუქტის ფასი ამ დროს იზრდება 10%-ით (ფირმის საკომისიო) და ამას ემატება პროდუქტის ქალაქში ჩატანის ფასი. ავტომანქანას კვირაში ორჯერ ჩამოაქვს ფერმის პროდუქტები ქალაქში მყიდველებთან დასარიგებლად.
„ეკოფუდის" დამაარსებლები თავის ინტერნეტ-ბაზარს ანიჭებენ სოციალურ-საწარმოო პროექტის პოზიციას, რომლის ერთერთი მიზანია ფერმერული მეურნეობების დახმარება უფრო მეტი პროდუქციის გაყიდვასა და შემოსავლის გაზრდაში. კომპანია ფერმერებს ატყობინებს პროდუქციის დიდი რაოდენობით შესყიდვებისას საკუთარი საკომისიოების შემცირების მზადყოფნის შესახებ.