ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: მომხმარებლებისათვის ტოტალური თვალყურის დევნება

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

ბიზნეს იდეა: მომხმარებლებისათვის ტოტალური თვალყურის დევნება
 | რეიტინგი 3 

არ არსებობს საქონელი, რომელიც ჯერ არ მოუპარავთ ან არ უცდიათ მაღაზიიდან მისი მოპარვა. და არ არსებობს მაღაზია, საიდანაც არ იყოს რამე უჩუმრად გატანილი. არ არსებობს ქურდობოსგან ასპროცენტიანი დაცვა, მაგრამ ნამდვილად ღირს არამზადების აღმოჩენისა და შესაძლო ქურდების დაფრთხობის ალბათობის გაზრდა. ამისათვის, მაგალითად, მაღაზიებში აყენებენ ვიდეოთვალთვალს, თუმცა თვითონ კამერა არ განსაზღვრავს დანაშაულს და საჭირო ხდება დაცვის მუშაკის ყურადღებიანობის იმედზე ყოფნა. რათა არ იქნას შეზღუდვა მხოლოდ ერთი ადამიანის ყურადღებით, ინგლისური სტარტაპი Internet Eyes სთავაზობს ინტერნეტის მომხმარებელთა თვალების გამოყენებას.

ნებისმიერ ევროკავშირელ მსურველს შეუიძლია დარეგისტრირდეს Internet Eyes-ის საიტზე და დაიწყოს დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ობიექტის მონიტორინგი. პროექტში მონაწილეობა ფასიანია - 12,99 გირვანქა წელიწადში ან 1,99 გირვანქა თვეში. სიმბოლური გადსახადი შემოღებულია უსაქმურებისა და ბავშვების გასაფილტრად, ასევე პიროვნებების ვერიფიკაციისათვის საგადასახადო მონაცემების მიხედვით. მომხმარებლებს კომპიუტერის მონიტორზე ეძლევათ გამოსახულება შემთხვევით შერჩეული 4 სხვადასხვა კამერიდან და რომელიც იცვლება ყოველ 20 წუთში. ამასთანავე, გამოსახულების შეცვლა საკუთარი სურვილითაც შეიძლება. თვითონ მაყურებლებს არ შეუძლიათ კამერების არჩევა და ასევე არ შეუძლიათ მათ საცხოვრებელთან ახლოს მდებარე ობიექტების თავლთვალი. თითოეული გამოსახულებას თან ახლავს ღილაკი "Alert", რომელიც შეიძლება ითარგმნოს „ვაი, მკლავენ-მძარცვავენ". როდესაც. მაყურებლის აზრით, ეკრანზე რაიმე კანონსაწინააღმდეგო ხდება, მან უნდა დააჭიროს შესაბამის "Alert"-ს, სურათი „ქვავდება", დიდდება და იუზერს ეძლევა თავისი ვარაუდის გადაფიქრების ან დადასტურების შესაძლებლობა. მეორე შემთხვევაში სურათი იგზავნება უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის საგანგაშო კამერაში. 1 თვის განმავლობაში შეიძლება განგაშის მხოლოდ 5-ჯერ გამოწვევა. ასეთი შეზღუდვა იმისთვისაა, რომ ადამიანებმა ტყუილუბრალოდ არ დააჭირონ სასურველ ღილაკს და გონივრულად მიუდგნენ სიტუაციის გაშიფრვას.

რასაკვირველია, მომხმარებლები ამას ტყუილუბრალოდ არ აკეთებენ. უსაფრთხოების სამსახურები მიღებული გამოსახულების მიხედვით დღეღამის განმავლობაში წყვეტენ, ჰქონდა თუ არა ადგილი ქურდობას ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას და ფხიზელ მომხმარებელს ქულებით აჯილდოებენ. დადასტურებული დანაშაულისათვის ენიჭება 2 ქულა და "Alert"-ის ღილაკზე დამატებითი დაჭერის უფლება; არარსებული, მაგრამ სავარაუდოდ შესაძლებლისათვის - 1 ქულა და 0 ქულა ფუჭი ან სულელური განგაშისათვის. დაგროვილი ქულების მიხედვით დგება მომხმარებელთა რეიტინგი, ხოლო ყოველი თვის შედეგების მიხედვით „ჩარტის" ლიდერი იღებს ჯილდოდ 1000 გირვანქას. სიმბოლურად ანაზღაურდება ასევე ნახვებიც (საკმარისია საწევრო გადასახადების დასაფარად). არსებობს ასევე რეფერალური პროგრამაც მეგობრების მოსაზიდად მყიდველებისათვის თვალყურის სადევნელად. საბოლოო ჯამში, ეს ხდება უფრო მომგებიანი ყოველგვარი „შუშისიქითა" შოუს, მაგალითად, დეტექტიური პროგრამების, ნახვაზე.

სტარტაპი ფულის გაკეთებას ვარაუდობს მაღაზიების მიერ სახალხო მონიტორინგისათვის ფულის გადახდის გზით. მართალია, შემოსავალი არ ჩანს ადვილად მოსაპოვებელი: აუცილებლობის გარდა  საჭირო ხდება კლიენტებისათვის საკუთარი მომსახურებების სარგებლიანობის დამტკიცება. გარდა ამისა, Internet Eyes აწყდება ზოგიერთი ადამიანის აზრს, რომლებიც თვლიან, რომ რაიმე მსგავსი ქვეყანას არ სჭირდება და საკამათოა კანონმდებლობის თვალსაზრისითაც, რომელიც რაღაცას ლაპარაკობს ინფორმაციის დაცვის შესახებ.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge