პროდუქტების ტექნოლოგიური ურიკები მაღაზიებში ჯერჯერობით მხოლოდ ტესტურ ფორმატში ჩნდება, მაგრამ ახალი რეალობა ჭკვიანი ურიკებით, როგორებიცაა Smart Cart, სულ უფრო ახლოსაა. საქონლის გაყიდვის გაუმჯობესების მორიგი მცდელობა მრჩეველი ურიკის დახმარებით ჩატარდა ბრაზილიის ქალაქ სან პაულუს სავაჭრო ცენტრში Pão de Açúcar. პლანშეტური კომპიუტერით აღჭურვილი ურიკა აცნობს მომხმარებელს პროდუქტების კულინარულ თავსებადობას, უზიარებს რეცეპტებს და კარნახობს, თუ რომელ თაროზე შეიძლება საჭირო ინგრედიენტების ნახვა.
ჭკვიანი ურიკები Recipe Cart სუპერმარკეტ Unilever-ში მაიონეზებისა და სოუსების მწარმოებელმა კომპანიამ Hellmann's შეიტანა და მასთან ერთად კიდევ მრავალი სხვა რამ. ერთვიანი საცდელი აქციის მიზანი იყო მომხმარებლისათვის მაიონეზების საუკეთესო თვისებებისა და მისი მოხმარების მრავალფეროვნების შეხსენება.
Recipe Cart-ის ჭკვიან ურიკაში მაიონეზის ქილების ჩადებისას აქტიურდება სუპერმარკეტში ურიკის ორიენტაციის სისტემა, რომელიც დამყარებულია NFC-ნიშნებზე. ჩართული პლანშეტის საშუალებით ურიკა იწყებს რჩევებისა და საჭმლის რეცეპტების მიცემას, რომლებიც დამზადებულია Hellmann's-ის მაიონეზითა და ახლომდებარე თაროებზე დაწყობილია პროდუქტებისგან. მაგალითად, ბოსტნეულის თაროებთან გავლისას იგი სთავაზობს სალათებს, თევზის განყოფილებაში მყიდველი ეცნობა მაიონეზში თევზის მოშუშვას და ა. შ.
ვიდეოს ურიკის ეკრანზე შეუძლია გაუღვიძოს მადა და ძალდაუტანებლად უბიძგოს კლიენტს „სწორი" საჭმლის ყიდვისაკენ, ხოლო მაღაზიაში განთავსებული NFC-ნიშნები ურიკის კომპიუტერის საშუალებით მომხმარებელს კარნახობს, თუ სად დევს აუცილებელი კომპონენტები Recipe Cart-ის რეცეპტებით მომზადებისათვის.