იმყოფებიან რა რადიკალური ისლამის აგზნებული მომხრეების გარემოცვაში, რომლებიც არ ცნობენ ისრაელის სახელმწიფოს, მისი მოქალაქეები იძულებულნი არიან ყოველთვის იყვნენ ფხიზლად. სწრაფად აზროვნებას მათ ეროვნული ტრადიციებიც ავალდებულებს. ამ საქმეში კარგი და სასიამოვნო დამხმარეა ყავა. მაგრამ ყავის დალევა შეიძლება სახლშიც და ყავახანაშიც მეგობრებთან ერთად. კომერციულ დასალევ დაწესებულებებში ყავის დალევის სტიმულირებისათვის, თელ-ავივში ამოქმედდა სტუმრების უჩვეული მომსახურება. ყოველთვიური საწევროს შეტანის შემდეგ შესაძლებელი გახდა განუსაზღვრელი რაოდენობის ყავის დალევა ამ აქციაში ჩართულ ნებისმიერ კაფეში.
პროექტი Cups, რომელიც დაიწყო 2012 წელს, უკვე აერთიანებს თელ-ავივის რამოდენიმე ათეულ დამოუკიდებელ ყავახანას.. ყავის მოყვარულებისათვის შეთავაზებულია ორი სატარიფო გეგმა: სრულიად ულიმიტო ყავა ნებისმიერ კაფეში 169 შეკელად, ხოლო ყავაზე ნაკლებად დამოკიდებული მოქალაქეებისათვის - გარანტირებული ფინჯანი ყავა ყოველთვიურად 99 შეკელის საფასურად.
კლიენტების მოხერხებულობისათვის და შეკვეთების აღსარიცხავად გათვალისწინებულია სმარტფონების სპეციალური დანართები, რომლებიც ეხმარებიან უახლოესი ულიმიტო ყავის დასალევი ყავახანის მოძებნაში და შემდეგ შეკვეთის გაკეთებაში. ღვეზელები, ბლინები და სხვა კრუასანები გათვალისწინებულია ყავის დანამატად ცალკე საფასურის გადახდით. ამიტომ, როგორც ჩანს, კმაყოფილია ყველა: ყავის მოყვარულები იმით, რომ აკეთებენ ეკონომიას ყავახანების ხშირად სტუმრობისას, ხოლო კვების დაწესებულებები მეპატრონეები - წინასწარი გადახდითა და მოგებით დესერტის ხარჯზე. მართალია, ყავა არაყი არ არის, მაგრამ რაიმეს მიყოლება მისი დიდი რაოდენობით მიღებისას მაინც სასურველია.