ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: გაზიანი წყლის ავტომატი იძლევა ფასდაკლებას სიცხის დროს

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

ბიზნეს იდეა: გაზიანი წყლის ავტომატი იძლევა ფასდაკლებას სიცხის დროს
 | რეიტინგი 3 

 

ზაფხულის სიცხეში მუდმივია დალევის სურვილი. ასევე ეროვნული საფეხბურთო გუნდის წარმატების მოლოდინში და ეკონომიკაზე და პირად ბიუჯეტზე განცდების გამო, რომლებიც ისე კარგი არ რის, როგორიც სასურველია. ამ მხრივ ესპანელებს მეტად გაუმართლათ, რადგან მათ კარგი განწყობა შეუქმნა მათმა საფეხბურთო ნაკრებმა, ხოლო იაფ გამაგრილებელ სასმელებზე პასუხისმგებელია თვით Coca-Cola. სამარკეტინგო სააგენტო Momentum Madrid-თან ერთად სასმელების ამ მწარმოებელმა დაიწყო აქცია - გაზიანი წყლის ავტომატებით გაყიდვა, რომლის დროსაც წყლის ფასი იკლებს ტემპერატურის მომატებასთან ერთად.

ზაფხულის პერიოდში ხალხმრავალ ადგილებში დადგმულია ჯერჯერობით ორ ათეულამდე წყლის გასაყიდი სპეციალური ვენდინგური ავტომატი. მისი მთავარი დეტალია დიდი ტაბლო-თერმომეტრი, რომელიც ადამიანებს აწვდის ინფორმაციას ზაფხულის ტემპერატურულ რეკორდებზე. Marketingnews იიწყება, რომ Coca-Cola მზადაა გამოავლინოს უჩვეულო გულუხვობა, როდესაც ერთი ქილა სასმელის საწყისი ფასიდან - 2 ევროდან ფასები ავტომატურად დაიწევს 1,4 ევრომდე იმ შემთხვევაში, თუ ჰაერის ტემპერატურა იქნება 26-დან 29 გრადუსამდე, ხოლო 30 გრადუსზე მაღალი ტემპერატურების დროს ერთი ქილა გაზიანი სასმელის ფასი უკვე 1 ევრო იქნება. ბედნიერი მყიდველები სიამოვნებით იხდიან ფულს, ხოლო  Coca-Cola-ს კონკურენტები ნერვიულად ეწევიან და იწვიან მათი ბაზრიდან გაძევების სურვილით.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge