მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: შემოქმედება როგორც სასტუმროს საფასური
ბიზნეს იდეა: შემოქმედება როგორც სასტუმროს საფასური
| რეიტინგი 3
დამწყები მხატვრები იშვიათად თუ არიან მდიდრები, სამაგიეროდ, ყოველ მათგანს, ჯერ კიდევ აუღიარებელ გენიოსს, გააჩნია სახლში ისეთი მტვერდადებული ნამუშევრები, რომლებიც თავის საათს ელოდებიან. ასეთი მოქალაქეებისათვის და ყველასთვის, ვისაც უყვარს შემოქმედება და მზადაა მისი ნაყოფი გადაცვალოს სასტუმროში ღამის გატევაზე, სტოკჰოლმში სასტუმრო Clarion Hotel Stockholm-მა დაიწყო ცალობრივი ბარტერის პროგრამა Room for Art. მხატვრებს პირდებიან ღამეს სტოკჰოლმში ავტორის ვიზუალური ხელოვნების ნიმუშის სანაცვლოდ.
არტ-ობიექტის სასტუმროს საკუთრებაში გადაცემის სამაგიეროდ ავტორი იღებს ამ მოდურ სასტუმროში ერთი დღეღამის ცხოვრების უფლებას შემოქმედების, მუსიკისა და ყველანაირი კრეატივის ატმოსფეროში. ნომერი ორადგილიანია, ასე რომ, შესაძლებელია თანამგზავრის ან მეგობარი გოგონას თანხლება. ვარაუდობენ, რომ მხატვარს შეეძლება საკუთარი შემოქმედების ნაყოფის გამოყენება ნომრის საფასურის გადასახდელად წელიწადში ორჯერ.
ასეთი საბარტერო არტ-ობიექტების მიმართ დადგენილია უბრალო მოთხოვნები: ფორმატის ზომა A4 და სასტუმროს ავტორობა. სხვა სურვილებს Clarion Hotel არ გამოთქვამს და მოუწოდებს კლიენტებს არ შეიზღუდონ თავი თვითგამოვლენისათვის. არ არსებობს ინფორმაცია, თუ როგორი სიმკაცრით მოხდება ასეთი მხატვრობების შეფასება და ხელოვნებისკენ გადახრები, მაგრამ სასიხარულოა ის, რომ სასტუმრო არ მოითხოვს ნამუშევრის პრევიუს, საჭიროა მხოლოდ ავტორის მიერ მოკლე ანკეტის შევსება საკუთარ თავზე და არტ-ობიექტზე მისი სასტუმროსათვის გადასაცემად ნომერში შესახლებისთანავე.
ცხადია, რომ მზა გამოსახულებების ამონაბეჭდები თამაშგარეშია, არის მხოლოდ თამაში „ჰენდ მეიდ ორჯინალ არტ". მხატვრობების საცხოვრებელზე გაცვლის ისტორიაში ყოველთვის იქნება სხვისი არტ-ობიექტების მიღების რისკი, მაგრამ, ისწრაფვიან რა ინტერიერის დამშვენების კოლექციის შექმნისაკენ, სასტუმროს ამისი არ ეშინია. სასტუმროს მაღალი დონის გათვალისწინებით, და იმისაც, თუ რამდენი ისეთი ადამიანი მოიძებნება, რომელიც მზად არის თვითონ გადაიხადოს საზოგადობრივ ადგილებში თავისი ნამუშევრების განთავსებისათვის, საკუთარი შემოქმედების სასტუმროს ნომერზე გადაცვლის მსურველთა ნაკლებობა არ იქნება.