ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: გაშიშვლებული თერაპია

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

ბიზნეს იდეა: გაშიშვლებული თერაპია
 | რეიტინგი 3 

 

კერძო ფსიქოლოგების ხშირ კლიენტთა შორის აბსოლუტური უმრავლესობა ქალია. მამაკაცები არ არიან ჩვეულნი ღიად ილაპარაკონ თავის გრძნობებსა და განცდებზე, და სამართლიანად მიაჩნიათ, რომ ეს ხელს არ უწყობს „მამონტზე ნადირობას". მაგრამ ძლიერ სქესს სხვა გატაცებები აქვს. მათგან ერთერთია სუსტი სქესი. სწორედ ამით ისარგებლა ფსიქოთერაპევტმა სატა უაიტმა (Sarah White), რომელმაც სატყუარა გააკეთა საკუთარი გაშიშვლებული სხეულისგან.

შეისწავლა რა ფსიქოლოგია კოლეჯში, 24 წლის ქალიშვილი წააწყდა ისეთ ფაქტს, რომ ნიუ იორკში ფსიქოთერაპევტები ბევრზე ბევრია. გამოდიოდა, რომ თუ მოჰკიდებდა ხელს მუშაობას ამ ბაზარზე, საჭირო იქნებოდა რაღაცით გამორჩეულად ყოფნა. განმასხვავებელი ნიშანი ზედაპირზე იდო - მას ქალიშვილი ყოველდღე უყურებდა სარკეში. ასეთი გამოდგა მისი მიმზიდველი გარეგნობა. და აი მაშინ სარამ გადაწყვიტა თავისი მუშაობის თავისებურებად ექცია ტანსაცმლის თანდათანობით გახდა კლიენტებთან ურთიერთობის პროცესში.

მომწიფებულ ბიზნეს-იდეას საფუძვლად დაედო ფსიქოლოგიის ერთერთი უმთავრესი ჭეშმარიტება: რომ მამაკაცები (იშვიათად ქალებიც) განეწყობიან გულახდილობისათვის გახდის პროცესის დამთავრების  სურვილით, და ასევე თავისი ძალაუფლების გრძნობით და იმითაც, თუ როგორ იზრდება მათი  თვითშფასება ლამაზმანის ტანსაცმლის თითოეული საგნის მოშორებით.  როგორც სარა უაიტი ირწმუნება, ის დიდი ხანია მიხვდა, რომ კლასიკურ ფსიქოთერაპიას რაღაც აკლია, რაიმე სტიმული კლიენტის მენტალური გახსნილობისათვის. და ასეთი სტიმული აღმოჩნდა მკურნალის ფიზიკური გახსნილობა. „მიზანია კლიენტებისათვის იმის ჩვენება, რომ მე არაფერს არ ვმალავ, და ამით გავამხნევო ისინი, რომ ისინი უფრო გახსნილები გახდნენ" - აღწერს თავის მიდგომას სარა.

 

შედეგად ერთსაათიანი გატაცებული გამაჯანსაღებელი სეანსის შემდეგ ქალიშვილი რჩება დედიშობილა, მაგრამ 180 დოლარით გაზრდილი საბანკო ანგარიშით. დიახ, სწორედ ამდენი ღირს მისი მომსახურება ინტერნეტით. შესაძლებელია ფსიქოთერაპევტთან „რეალში" შეხვედრაც, მაგრამ ასეთი შეხვედრები უფრო ძვირი ღირს და მასზე დაიშვებიან მხოლოდ შორი ურთიერთობით შემოწმებული „პაციენტები". ჩაწერა მიმდინარეობს თერაპევტ-ინოვატორის საიტის მეშვეობით.

საკვირველი არაა, რომ სარას თითქმის ყველა კლიენტი მამაკაცია: ადუღებულ ჰორმონებიანი სტუდენტები და პირად ფრონტზე პრობლემების მქონე ოფისის პლანქტონის ნარევი. თუმცა, როგორც არ უნდა ცდილობდნენ შეხვედრაზე „თანხმობამიცემული" მამრები, ფიზიკური კონტაქტი გამორიცხულია.

ამავდროულად, გაშიშვლებული თერაპიის  ანგარიშის დაფარვა სამედიცინო დაზღვევით არაფრით არ გამოვა, თუნდაც იმიტომ, რომ ასეთი პროცედურა მედიცინის მიერ არ არის აღიარებული: მას არ მიუღია დასტური ჯანდაცვის  შესაბამისი ორგანოების მიერ, და სარას ასევე არა აქვს ლიზენცია კერძო პრაქტიკისათვის. მას კოლეგებიც არ აღიარებენ, თვლიან რა მას ბანალურ სტრიპტიზის მოცეკვავედ, რომელიც სიტყვა „თერაპიას" საერთოდ უადგილოდ იყენებს. მაგრამ, ასეც რომ იყოს, სარა მარჯვედ ამტკიცებს, რომ უმაღლესი განათლება მნიშვნელოვანი უპირასებობაა სტრიპტიზშიც კი.

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge