პროდუქტების კორპორაციამ Kraft Foods-მა Intel-თან ერთად წარმოადგინა ახალი მარკეტინგული შემუშავება - ინტერაქტიური ჯიხური, რომელიც განლაგებულია მსხვილ მაღაზიებში და თავის მობეზრების გარეშე აიძულებს მყიდველებს იყიდონ Kraft Foods-ის საქონელი. ამისათვის აპარატი რამდენიმე საშუალებას იყენებს.
სისტემას «Meal Planning Solution» (რაციონის დამგეგმავი) გააჩნია დიდი სენსორული ეკრანი და მეხსიერება, რომელიც სავსეა ინფორმაციით Kraft Foods-ის მაღაზიაში არსებულ საჭმელზე. ეკრანზე ლამაზმანთან ურთიერთობის გაბედვისას, მყიდველი მიიღებს ინფორმაციას კომპანიის ასორტიმენტზე და კერძების რეცეპტებს, რითაც შეეძლება სახლის რაციონის გამრავალფეროვნებას, რომელიც, როგორც ცნობილია, საშუალო ამერიკელისათვის შედგება მუდმივი მორიგეობით ათ კერძისაგან - პიცა, სპაგეტი, ჰამბურგერები და ა. შ. სისტემა მოწოდებულია დაეხმაროს საჭმლის არჩევაში იმ გაჭირვებულებს, რომელთაც აღარ სურთ სულ ერთი და იგივეს მირთმევა, არც სეუძლია საკუთარი ბავშვების ამით გამოკვება და ძალიან სურს ცვლილებები. ჯიხური Meal Planning Solution ასევე მზად არის მისცეს რჩევა საჭმლის შესახებ ყველას, ვინც მაღაზიაში მოდის საყიდლების გეგმის გარეშე (ასეთი ადამიანები კი უმრავლესობაა) და მზადაა ზეგავლენა მოახდინოს Kraft Foods-ის სასარგებლოდ. სისტემის ძლიერი მხარე მისი ტექნოლოგიურობაა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის სენსორული ეკრანი, რომელსაც შეუძლია ვიდეოკამერიდან სურათით განსაზღვროს კლიენტის სქესი და ასაკი. მანქანა მისცემს რჩევას საჭმლის შესაძენად მყიდველის გარეგნობის ანალიზის შემდეგ და საჭმლის მიღების დროის გათვალისწინებით. ამავდროულად, Meal Planning Solution-ს შეუძლია მყიდველთან დაკავშირება მობილური ტელეფონის საშუალებით და გადასცეს მას საყიდლების რეკომენდაცია და რეცეპტები. რეალიზებულია ასევე კლიენტის მიდრეკილებების აღრიცხვა, რისთვისაც ანალიზდება მისი ადრინდელი შესყიდვები. მათთვის, ვისშიც ეს ყველაფერი არ გამოიწვევს ინტერესს ფირმის პროდუქციისადმი, მომზადებულია უკანასკნელი არგუმენტი - უფასო კანფეტი. და, შესაძლებელია, რომ ეს იქნება ყველაზე ქმედითი არგუმენტი სუპერმარკეტში დიდი ხნის სიარულით არაქათგამოცლილი მყიდველისათვის.