მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: მცირე ალკოჰოლიანი ლუდი მძღოლებისათვის
ბიზნეს იდეა: მცირე ალკოჰოლიანი ლუდი მძღოლებისათვის
| რეიტინგი 3
ო, ლუდი! დიდებული სასმელი. მაგრამ მასაც, ისევე, როგორც ნებისმიერ ალკოჰოლს, ერთდროულად ნაკლიც აქვს და ღირსებაც - დიდი რაოდენობით მიღებისას ის ათრობს. ამიტომაც, სამსახურის შემდეგ ბარში წასვლა პრობლემურია, თუ გსურთ შემდეგ სახლამდე საკუთარი ავტომობილით მისვლა. იმისათვის, რომ მაცოცხლებელი სასმელის მიღების შემდეგ თანამოქალაქენი არ მოხვდნენ არაფხიზელ მდგომარეობაში გისოსებს მიღმა, პატარა კანადურმა ლუდსახარშმა Cannery Brewing-მა გამოუშვა სპეციალური მცირეალკოჰოლიანი სახეობა 3,05%-ანი სიმაგრით.
კანადაში, ისევე, როგორც მრავალ განვითარებულ ქვეყანაში, არსებობს „არანულოვანი თამასა" ავტომობილის მართვისას სისხლში ალკოჰოლის შემცველობაზე. მაგრამ იქაც კი (ბტიტანეთის კოლუმბიაში) კანონმდებლებს არ სძინავთ ნეტარი ძილით და ცოტა ხნის წინ მათ ეს ლიმიტი დასწიეს 0,5 პრომილემდე. და ამის შემდეგ, პაბების მფლობელთა მოთხოვნით, რომელთა შემოსავალი მნიშვნელოვნად დაზარალდა ამ შეზღუდვის შემოღების გამო, Cannery Brewing-მა შექმნა ღია ფერის ლუდის ახალი სახეობა, რომლემაც სახელი მიიღო თავისი მკაფიო პოზიციონირების გამო - No Jail Pale Ale (ღია ლუდი, რომელსაც არ მოვყავართ ციხეში). დაწეული გრადუსის მიუხედავად, ირწმუნებიან, რომ ლუდმა შეინარჩუნა სრულფასოვანი გემო და ფერი.
ჯერჯერობით ლუდი იყიდება მხოლოდ კეგებში და შესაბამისად, ვრცელდება მხოლოდ ბარებში და რესტორნებშიი (მგრამ, უკვე შემუშავებულია ბოთლების ეტიკეტები).
მართალია, ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, რუსეთში მოქმედი კანონმდებლობით ასეთ ბიზნეს-იდეას „შუბლში ტყვია" მოხვდებოდა, მაგრამ აზროვნების ნიმუში ძალზე სასარგებლო იქნებოდა მისაბაძად.