ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: ჯანმრთელი საკვები მიმზიდველი მარკეტინგით

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

ბიზნეს იდეა: ჯანმრთელი საკვები მიმზიდველი მარკეტინგით
 | რეიტინგი 3 

 

რამდენიმე წლის მუშაობის შემდეგ „ჯანკ-ფუდის" (მისი ზუსტი თარგმანი არ არსებობს, მაგრამ ყველაზე ახლოსაა „ნაგვის საჭმელთან") მწარმოებლებმა თავისი პროდუქცია შეიტანეს ყველა სავაჭრო წერტილში, და რაც ყველაზე უარესია, დაარწმუნეს მშობლები და ბავშვებიც მის ყიდვაში. მასიური რეკლამა, მიმზიდველი შეფუთვა და პერიოდული მარკეტინგული სატყუარები გახდა ბავშვებისა და დიდების კვების გაუარესების მიზეზი. ჯანმრთელი საკვების მწარმოებლები იძულებულნი გახდნენ მიემართათ იგივე ზომებისათვის ბაზრის უკან დასაბრუნებლად ბრძოლაში.

ახალგაზრდა სტაფილოს უმსხვილესმა ამერიკულმა მწარმოებელმა Bolthouse Farms-მა მიზნად დაისახა მოსწავლეების ჩანთებში ჩიფსების ადგილის დაკავება ახლა შტატებში ეს სტაფილო იყიდება წელიწადში ერთი მილიარდი დოლარისს, ხოლო ყოველგვარი დამარილებული სნეკები - 18 მილიარდის. სწორედ ამ სნეკების „ჩაჩოჩებას" ეცდება Bolthouse Farms სტაფილოს ხუთ სხვა მწარმოებელთან ერთად. ამ სასაქონლო კატეგორიის წინ წასაწევად კონგლომერატს განზრახული აქვს 25 მილიონი დოლარის დახარჯვა.

უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ბოსტნეული მიიღებს რამდენიმე სახის ხასხასა ინდივიდუალურ შეფუთვას, ისეთი ტიპისას, როგორიც აქვთ ჩიფსებს, რათა ნაკლებად გონიერებმა მასაც მიაქციონ ყურადღება. შემდეგ სტაფილო გაიყიდება სნეკური სავაჭრო ავტომატების მეშვეობით „ჯანკების" მეზობლად, რათა მყიდველებმა ისინი აღიქვან ჩვეული ჩიფსების ალტერნატივად. ექსპერიმენტების სახით გაყიდვები უკვე მიმდინარეობს რამდენიმე ქალაქში. დამატებით ჩაფიქრებულია მასტაბური სარეკლამო კომპანია. Bolthouse Farms-ის ხელმძღვანელმა  ჯეფ დანმა (Jeff Dunn) USA Today-ში განაცხადა, რომ ეს იქნება არა ანტიჯანკური კამპანია (რასაკავირველია, არავის უნდა სასამართლო გარჩევები!), არამედ გამოყენებული იქნება მყიდველისათვის ბრძოლის იგივე მეთოდები.

ყველა არ მიიჩნებს სტაფილოს მწარმოებელთა წამოწყებას პერსპექტიულად. არსებობს აზრი, რომ ბავშვები იმედგაცრუებულნი დარჩებიან, როდესაც რეკლამისა და ლამაზი შეფუთვის უკან აღმოაჩენენ მხოლოდ სტაფილოს. შესაძლოა, დასაპყრობად საჭირო იქნება პროდუქტისათვის სიმხიარულის დამატება, მაგალითად, ბუნებრივი საღებავის დაფრქვევის მსგავსი. მხოლოდ  გარკვეული დროის შემდეგ სტაფილო ისევე გახდება ჯანკი, როგორც ეს მოხდა ჩიფსების შემთხვევაში. თუმცა სავარაუდოა არსებული მყიდველების დაკარგვის რისკი უკვე შეფუთვის ჯანკად შენიღბვის დროს.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge