უახლოეს სუპერმარკეტში შესაძლებელია ბოთლებში ჩამოსხმული სასმელი, მინერალური ან არტეზიული წყლის პოვნა, მაგრამ არა წვიმის წყლის. ლოგიკურია, რომ არ შეიძლება ყველა წყლის დალევა., რომელიც ნალექის სახით ევლინება ჩვენს ცოდვილ დედამიწას. მეგაპოლისში წყალი თავის გზაზე აგროვებს არც თუ მცირე მომწამვლელ ნივთიერებებს. მაგრამ, კუნძულ ტასმანიის ჩრდილო-დასავლეთში მოსული ნალექი სასმელად ვარგისია. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემებით, ავსტრალიის ამ კუთხეში მსოფლიოში ყველაზე სუფთა ჰაერია. კომპანია Tasmanian Rain აგროვებს წვიმის წყალს, დამატებით ასუფთავებს და ყიდის ბოთლებში როგორც გაზიანი, ისე უგაზო სახით.
Tasmanian Rain-ს ორი ფსონი აქვს. პირველი - ეს არის ეკოლოგიური ორგანიზაციის Elementree-ს ფინანსური დახმარემა, რომელიც დაკავებულია ტყეების გაშენებით ატმოსფეროში ნახშირმჟავა გაზის წილის შემცირების მიზნით. მეორე - ეს არის თავისი პროდუქტის, როგორც „ზეციური საჩუქრის" პოზიცირება. საბოლოო ჯამში Tasmanian Rain პოტენციურ მყიდველებს არწმუნებს მის მიერ ეკოლოგიის დახმარებაში და არანიადაგური წყლის მოხმარებაში (თუმცა ესეც H2O-ა და ბუნებაში წყლის ბრუნვა ჯერ არავის არ გაუუქმებია).
კომპანიის საიტზე „ზეციური სასმელის" ერთი შუშის ბოთლის ფასია 4.95 დოლარია. ძალზე ძვირია წყლისათვის, მაგრამ ნორმალურია „ზემოდან გზავნილისათვის". მარკეტინგული აზროვნების ეს შედევრული ნიმუში ახლა იყიდება ავსტრალიასა და აშშ-ში.