მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: დეკრეტული შვებულების შესახებ.
ბიზნეს იდეა: დეკრეტული შვებულების შესახებ.
| რეიტინგი 3
ქალების უმრავლესობისაგან განსხვავებით, რომლებიც ორსულად არიან და ცდილობენ თავისი ცხოვრების გაადვილებას, სტეისი მაკლენანმა, რომელიც მესამე ბავშვზე იყო ორსულად, დაარსა ბიზნესი, რომელიც არამარტო წარმატებულია, არამედ მას საშუალებას აძლევს უფრო დიდი დრო დაუთმოს ოჯახს.
სამი წლის განმავლობაში, როდესაც ის დაცვის ქვეშ იმყოფებოდა რთული ორსულობის გამო, 37 წლის მაკლენანი მივიდა დასკვნამდე, რომ ბიზნესის საკუთარ სახლში დაარსებით მას შეეძლება უფრო მეტი დრო გაატაროს ბავშვებთან, იმუშაოს ქმართან ერთად და თვითონ განკარგოს საკუთარი დრო.
დეკრეტული შვებულების შემდეგ მაკლენანი დაუბრუნდა სამუშაოზე, და ერთდროულად საღამოობით ის ზრდიდა შვილებს და საფუძველს უყრიდა საკუთარ ბიზენსს.
ოთხი თვის შემდეგ მან დაარასა თავისი კომპანია Bee-Line Communications Inc, რომელიც შემკვეთებს უწევდა ორგანიზაციული განვითარების მომსახურებებს. „ყოველი კლიენტი თავისებურად უნიკალურია, ყველას გააჩნია საკუთარი მოთხოვნილებები იმისდა მიხედვით, თუ რამდენი წელია არსებობს, როგორია საბაზრო შესაძლებლობები და როგორია კონკურენტული გარემო. ჩემი სამუშაო იმაში მდგომარეობს, რომ დავეხმარო მათ ამის შეძლებაში, დავეხმარო რეალური და მიღწევადი მიზნების დასახვაში", ამბობს სტეისი.
მაკლენანის დახმარებით მკაფიო მიზნების ფორმულირების შემდეგ, შემკვეთები ხშირად ეყრდნობიან Bee-Line-ს მარკეტინგული გეგმების განხორციელებაში. მარკეტინგული გეგმის სარეალიზაციო ღონისძიებები მოიცავენ PR აქციებს, საქონლის შეფუთვის რედიზაინსა და სადისტრიბუციო არხების მოწყობას. ამის წყალობით, მაკლენანმა ღირსეულად დატოვა სამსახური, ხოლო მისი ერთერთი პირველი კლიენტი მისი დამსაქმებელი გახდა.
მაკლენანის კომპანიის წარმატების საკვანძო ფაქტორი გახდა თანდათანობითი, კონტროლირებადი ზრდა. მის შეხედულებით, თუ კომპანია ძალზე სწრაფად იზრდება, მასთან ერთად იზრდება საგადასახადო დატვირთვაც, ჩნდება კვალიფიციური მუშაკების მოძიების პრობლემაც. ხოლო თუ თქვენ გსურთ სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის დაცვა, აუცილებელია ამ ბალანსის დაგეგმვა და მისკენ სიარული. საბოლოო ჯამში თქვენ მიიღებთ ბიზნესს, რომელიც დაპროექტებული იქნება თქვენი ცხოვრების სტილის შესაბამისად.
2007 წელს, დაარსებიდან 3 წლის შემდეგ, კომპანიის ერთიანი შემოსავალი იგეგმება 1 მილიონი დოლარის დონეზე. ამან საშუალება მისცა მაკლენანს სრული სამუშაო დღით დაექირავებინა საკუთარი ქმარი მაიკი. მაკლენანისა და მაიკის გარდა კომპანიაში კიდევ 10 თანამშრომელია, ხოლო რადგანაც კომპანიას საქმე აქვს კლიენტებთან მთელი მსოფლიოდან, ის მუშაობს 24 საათის განავლობაში, კვირაში 7 დღეს. როგორც წესი, 3 ან 4 თანამრომელი სამუშაო დღის განმავლობაში მაკლენანის სახლში იმყოფება, სხვები კი კლიენტებთან მათი უფრო მეტი მოხერხებულობისათვის.
მაინც რაშია მაკლენანის წარმატების საიდუმლო? ის მტკიცედაა დარწმუნებული, რომ საჭიროა ყველანაირი შიშის დავიწყება, რადგან ის ის ხელს უშლის შემოქმედებით აზროვნებას. ის ასევე დარწმუნებულია, რომ საჭიროა მიჰყვე საკუთარ გატაცებებს და დაისახო მაღალი თამასა. „მიზნების ფორმულირებისა და მათი ფურცელზე გადატანის შემდეგ, თქვენ დგამთ პირველ ნაბიჯს მათი რეალიზაციის გზაზე", ამბობს მაკლენანი. „აუცილებელია ცხოვრებაში ბალანსის პოვნა, თქვენ შეგიძლიათ მისი მიღწევა, ეს შეიძლება არც იყოს ადვილი, მაგრამ თქვენზეა დამოკიდებული".