ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: ფინანსური პლატფორმა – ფინანსური ურთიერთობების გამჭვირვალობა დამკვეთსა და კონტრაქტორს შორის

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

ბიზნეს იდეა: ფინანსური პლატფორმა – ფინანსური ურთიერთობების გამჭვირვალობა დამკვეთსა და კონტრაქტორს შორის
 | რეიტინგი 3 

„მაშ ასე, რაში დახარჯეთ ფული?"... დამეთანხმებით, უსიამოვნო ფრაზაა... როგორც ამბობენ: მან ხელი მოჰკიდა და რამდენჯერმე გაუმეორა: „სად წაიღე ფული?". კონფლიქტი სკანდალი, გულის შეტევა - აი, რა მოაქვს ასეთ ლაპარაკს. შეიძლება თუ არა მათი თავიდან აცილება? საჭიროა! მაგრამ როგორ? როგორ მოვერიდოთ ასეთ ისტორიებს, როდესაც აუცილებელ ფინანსურ მომსახურებებს უწევენ არა ოფიციალური პირები, არამედ გულთან ახლოს მიმტანი კერძო პირები?

და ასეა მთელს მსოფლიოში! ერთნი აძლევენ ფულს სხვა ადამიანებს, რომ მათ რაიმე გააკეთონ მათთვის ხელებით (ან ფეხებით). თუ ფინანსური ოპერაცია ცოტა იმაზე უფრო რთულია, ვიდრე მეზობლის გოგონასათვის თხოვნა გაგეგზავნოთ პურზე და რძეზე, მაშინ თავიდან ვერ აიცილებთ ფულის ნაკადების ფინანსურ აღრიცხვას.

როდესაც თქვენ არც ისე კარგად ნაცნობ მამაკაცს დაგიყენოთ უნიტაზი ან მოგიჭრათ ხის ტოტები, ან დაგიშალოთ და მოგაშოროთ ღობე, ან კიდევ ნახევრად უცნობ ქალს მოუაროს თქვენს კატას შვებულების დროს, თქვენ აძლევთ ფულს, რომლებიც აღმაფრენით დაიხარჯება, ანუ ფინანსურ ენაზე - გაუმჭვირვალედ.

ფინანსური ოპერაციების გაუმჭვირვალობა - ეს არის ყოველგვარი ქურდობის, თაღლითობისა და მაქინაციების სამშობლო. ყველაზე საუკეთესო ეკონომიკური ტვინები იბრძვიან სწორედ ნებისმიერი ფულადი ტრანზაქციების მაქსიმალური გამჭვირვალობისათვის ადამიანებს და ორგანიზაციებს შორის.

 ასეთია Viewabill-ის პლატფორმა

საჭიროა გამჭვირვალობა, შემოწმება, წესრიგი. სხვაგვარად, როგორც ზემოთ ვწერდით - სკანდალი და შეტევებია...

იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ ვის სჭირდება ფინანსური პლატფორმა Viewabill, უნდა გავეცნოთ მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ურთიერთობების - არაოფიციალურის - მონაწილეებს.

აქ ლაპარაკი გვექნება ისეთ ფინანსურ ურთიერთობებზე ორ მხარეს შორის, სადაც ერთი მხარე უკვეთავს პროფესიონალს სამუშაოს  და აძლევს მას თავის ფულს, ხოლო მეორე მხარე ასრულებს სამუშაოს, ყიდულობს მასალას, ორგანიზებას უკეთებს მომუშავეთა შრომას და დ ამ ყველაფერში იღებს ამ ფულს.

ასეთი ურთიერთობების ჩვენთვის ყველაზე გასაგები მარტივი შემთხვევაა, როდესაც სამუშაოთა მწარმოებელი, რომელიც აკეთებს რემონტს თქვენს ბინაში თავისი „ბიჭების" ძალებით...

მაგრამ არსებობს სხვა არანაკლებ „სავალდებულო" შემთხვევა" - მოდური აქსესუარის შეკვეთა არაპროფესიონალი მკერავისათვის, ავეჯის ნაწილის რემონტის შეკვეთა კერძო ავეჯის ხელოსნისათვის და ა. შ.

Viewabill-ის ფინანსური პლატფორმა - ეს არის მოსახერხებელი ინსტრუმენტი, რომლითაც  ორმხრივი თანხმობით ორივე მხარე სარგებლობს, როდესაც შედიან საქმიან ურთიერთობებში, მასთან დაკავშირებული ფულის მეორე მხარისათვის ხელებში გადაცემისას.

იმ მომენტიდან, როდესაც ორივე მხარე დაიწყებს Viewabill-ის გამოყენებას, მას, ვინც გასცა ფული შეკვეთის (იჯარის) შესასრულებლად, შეუძლია აღარ ინერვიულოს. ყოველი დანახარჯი აისახება მის მონიტორზე პროგრამა Viewabill-ის საშუალებით.

რასაკვირველია, ლაპარაკია მხოლოდ იმ შემთხვევებზე, როდესაც საზოგადოებაში მიღებულია ელექტრონული ანგარიშსწორება ბარათებით. იქ შესაძლებელია Viewabill-ის დანერგვა. ხოლო თუ თქვენ იხდით ნაღდ ფულს, ვერავითარი კომპიუტერული პროგრამა ვერ მოადევნებს თვალს, თუ რაში დახარჯა ფული სამუშაოთა მწარმოებელმა...

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge