მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: პლატფორმა მსესხებლის საკრედიტო რეიტინგის განსაზღვრისათვის მობილური ტელეფონის მონაცემების გამოყენებით
ბიზნეს იდეა: პლატფორმა მსესხებლის საკრედიტო რეიტინგის განსაზღვრისათვის მობილური ტელეფონის მონაცემების გამოყენებით
| რეიტინგი 3
როგორც ცნობილია, ბანკები გადაწყვეტილებას ამ თუ იმ ფიზიკურ პირებზე კრედიტების გაცემის თაობაზე იღებენ უღებენ მისი საკრედიტო ისტორიის საფუძველზე. ერთის მხრივ, მსესხებლის დადებითი საკრედიტო ისტორიის ქონა მოწმობს მის სანდოობაზე. მეორეს მხრივ, თუ მსესხებელს ჯერ კიდევ არა აქვს საკრედიტო ისტორია (ასეთი რამ იშვიათად, მაგრამ მიანც გვხვდება), მაშინ ბანკი მასზე კრედიტის გაცემისას დიდ რისკზე მიდის. ახალი პლატფორმა Cignifi საშუალებას აძლევს ბანკებს შეამცირონ რისკები ახალი კლიენტების კეთილსაიმედოობის შეფასების კიდევ ერთი კრიტერიუმის შემოღებით. ის დაფუძნებულია არა საკრედიტო ისტორიაზე, არამედ პოტენციური მსესხებლის მობილური ტელეფონის უკანასკნელი რამდენიმე კვირის მონაცემების ანალიზზე.
პროექტი, რომელზედაც მუშაობა 2010 წლიდან მიდის, მისი შემქმნელების მტკიცებით, წარმოადგენს „რევოლუციურ საშუალებას, რომლის დახმარებითაც ის კომპანიები, რომლებიც ეწევიან მომსახურეობას ფინანსების სფეროში, შეძლებენ მოემსახურონ 2,7 მილიარდ ადამიანს მთელს მსოფლიოში, რომელთა აქვთ მობილური ტელეფონები, ოფიციალური საფინანსო სერვისებზე წვდომის გარეშე". ახალგაზრდა ამერიკულმა კომპანიამ დაამუშავა პირველი „დამტკიცებული ანალიტიკური პლატფორმა, რომელიც რისკების შეფასების საშუალებას იძლევა მომხმარებლებზე კრედიტების გაცემისას და მიანიჭოს მათ საკრედიტო რეიტინგი მათ მიერ მობილური ტელეფონების მონაცემების ქცევითი ანალიზის საფუძველზე".
ანალიზისათვის მსესხებლის საკრედიტო რეიტინგის განსაზღვრისათვის გამოიყენება ბანკის პოტენციური კლიენტის ტელეფონზე შემოსული და გასული ზარების ისტორია შემოწმების წინ უკანასკნელი ოთხი კვირის განმავლობაში. ამ მონაცემების საფუძველზე დგება ქცევის მათემატიკური მოდელი, რომელიც მიცემულ სკალაზე მსესხებლის კეთილსაიმედოობის შეფასების საშუალებას იძლევა. სინამდვილეში, ბიზნეს იდეა, რომელიც მოუვიდათ თავში ამ პლატფორმის შემქმნელებს, მარტივია და იმავდროულად გენიალური. დაპატენტებული ანალიტიკური პლატფორმა საკრედიტო რეიტინგად გადააქცევს მობილური ტელეფონებით განხორციელებულ ზარებს, SMS-შეტყობინებებს და გადახდებს. ამრიგად, ის ზომავს შესაძლო რისკებს, თაღლითობის ალბათობას, გადახდების გადაცილებას და პროცენტული შეფარდების პროგნოზსაც იძლევა, ისარგებლებს თუ არა მომხმარებელი ამა თუ იმ ფინანსური პროდუქტით.
ბალები დგება „ქცევითი და დროითი კომბინაციების საფუძველზე, მაგრამ არანაირად არ ეფუძნება გეოგრაფიულ მონაცემებსა და ხმოვანი და ტექსტური ინფორმაციის შინაარსს", აღნიშნავს კომპანია. ის დაჟინებით უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ მსესხებლის საკრედიტო რეიტინგის განმსაზღვრელი პლატფორმა Cignifi მიღებული მონაცემების კონფიდენციალობის სრულად დაცვის საშუალებას იძლევა. ისინი არ გადაეცემა მესამე პირებს, თუ არ იქნება მიღებული ოფიციალური მოთხოვნა.
თავისთავად მსესხებლის საკრედიტო რეიტინგის განმსაზღვრელი პროგრამა Cignifi-ს შექმნის ბიზნეს-იდეა, რასაკვირველია, ყურადღებას იმსახურებს. დღევანდლამდე ბანკები იძულებულნი იყვნენ უარი ეთქვათ პოტენციური კლიენტებისათვის, რადგანა მათ არ შეუძლიათ ბოლომდე იყვნენ დარწმუნებულნი იმაში, მიიღებენ თუ არა უკან საკუთარ ფულს. ასეთი ანალიტიკური პლატფორმის დახმარებით ბანკებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად გაზარდონ თავისი მსესხებლების რაოდენობა თავისთვის მინიმალური რისკებით. ერთადერთი კითხვა იმაში მდგომარეობს - მოისურვებენ თუ არა მომხმარებლები, კონფიდენციალობის სრულად დაცვის მტკიცების პირობის მიუხედავად, რომ ბანკები ჩაძვრნენ არა მხოლოდ მათ ქისებში, არამედ მობილურ ტელეფონებშიც.