ყურადღება: ეს სტატია შეიცავს დავალებას შემოქმედებითი წარმოსახვისათვის და გამოგიყვანოთ თქვენ ამებას მდგომარეობიდან!
მაგრამ დავიწყოთ თავიდან.
სკეიტბორდი სახელწოდებით Stair-Rover - ეს არის აბსოლუტური სიახლე, საინჟინრო დიზაინერული კონცეპტი, რომელმაც ჯერჯერობით ვერ მიაღწია სპორტული საქონლის მასობრივ მაღაზიებამდე. ამ სკეიტს შეუძლია ჩამოვიდეს ძნელი კიბეების საფეხურებზე. ეს როგორ?
ბორბლები და დაფა
სკეიტს, რომელსაც შეუძლია კიბეებზე ჩამოსვლა, გააჩნია მოდიფიცირებული (უფრო მანევრული) ბორბლები და ბორბლების განსხვავებული სისტემა. უპირველესად, დამატებულია ბორბლების წყვილი. მეორეც, საფეხურების სკეიტბორდს Stair-Rover-ს გააჩნია მოდიფიცირებული (მოქნილი) დაფა და ამიტომ ის უძლებს საფეხურებზე და იღუნება საჭირო დონეზე. შეიძლება ითქვას, რომ საფეხურების და კიბეების სკეიტბორდი Stair-Rover-ი „ჭკვიანი" სკეიტია, სკეიტი-ყველგანმავალი
სკეიტბორდი Stair-Rover-ი გამოიგონა წარმოშობით აზიელმა დიზაინერმა Po-Chih Lai-მ, რომელიც ცხოვრობს დიდ ბრიტანეთში და არის ლონდონში მდებარე ხელოვნების სამეფო კოლეჯის სტუდენტი.
კიბეებზე ჩამოსასვლელმა სკეიტბორდმა უკვე მოიპოვა სიმპათიები ყოველწლიურ გამოფენაზე RCA 2012, სადაც გამოიფინება ხელოვნების სამეფო კოლეჯის
ახლა საფეხურებზე ჩამოსასვლელს სკეიტს აქტიურად აქანავებენ კიკსტარტერზე და ასე ის შეაგროვებს ფულს წარმოებაში ჩასაშვებად და მათ ყიდვას შეძლებთ ინტერნეტ-მაღაზიაში.
„მაინს რისგან არის" გაკეთებული საფეხურებზე ჩამოსასვლელი სკეიტი?
პირველი - ეს არის ალუმინი და მეორე ნეკერჩხლის დაფა. მესამეც ბამბუკი, მეოთხე - ელასტიური რეზინა და მეხუთეც - PVC ანუ პოლივინილქლორიდი.
სპორტი და მეცნიერული ფანტასტიკა: „ჩვენ ვიდექით სიბრტყეზე..."
შეიძლება ითქვას, რომ ლონდონის ხელოვნების კოლეჯის სტუდენტებმა Po-Chih Lai-ს თაოსნობით გააკეთეს ხარისხობრივი გარღვევა სპორტში, ადამიანის შესაძლებლობებში, ანუ როგორც თავად თქვეს - «creates a groundbreaking form of sport» - „სპორტის ფორმა, რომელიც არ არის მიწისგან დამოკიდებული". ანუ, სპორტი აიყვანეს ახალ დონეზე, ჩაიქნიეს ხელი და თქვეს „წავედით!".
ჩვენი სპორტი თითქმის მთლიანად მიწაზეა მიჯაჭვული, ან აუზის წყალზე. ძალიან ცოტაა ისეთი სპორტი, რომელიც არ დადის დედამიწაზე და არ არის მიბმული სიბრტყეზე. ასეთი მხოლოდ კვიდიჩია, და ისიც ჯოან როულინგის რომანებში. აი, ახლა კი, თუნდაც კინდვიჩი არა, მაგრამ პირველი რეალური სპორტია , რომელმაც აითვისა ახალი სიბრტყე - საფეხურებისა და დახრილი კიბეების სიბრტყეს, დედამიწასთან დამშვიდობებით.
საფეხურებზე ჩამოსვლის ძალიან ლამაზი რეკლამა: ყურადღება მარკეტოლოგებო და რეკლამისტებო!
თუ იცით, როგორ აღწერეს თავისი პირმშო სამეფო კოლეჯის სტუდენტებმა? მათ თქვეს ასე: „სკეიტბორდი Stair-Rover ათავისუფლებს და მოქმედებაში მოჰყავს ჩვენი ქალაქების აქამდე დაფარული ენერგია - ქალაქის კიბეები და საფეხურები!".
აი ასე!.. ანუ მათი სკეიტი „utilises the hidden energy of our cities - stairs".
და როგორ არის ჩვენთან?
აი რაზე უნდა დავფიქრდეთ (ახლა უკვე მივმართავთ გამომგონებლებს და სტარტაპერებს)... რამდენი ადგილი იკარგება ჩვენს ქალაქში ფუჭად, და რატომ არ შეგვიძლია მათი შემოქმედებითად, კრეატიულად, სასარგებლოდ, „აფეთქებულად" ათვისება?...
რომელია ეს ადგილები? დაფიქრდით და დაასახელეთ თუნდა ერთი-ორი... დავფიქრდეთ ერთად - როგორ და სად იკარგება ჩვენს ქალაქებში ფუჭად გამოუთავისუფლებელი ენერგია და როგორი ადგილებიდან? როგორი მოედნები და სიბრტყეები ცდებიან, თუმცა კი შეიძლება მათი გადაქცევა სიხარულის, აღტაცების, სპორტის, შთაგონების და შესაძლოა დამშვიდებისა და რელაქსაციის ადგილებად?
ნახეთ შესაბამისი ვიდეო