ეკოლოგიურად მოაზროვნე (და უბრალოდ მოდურ, ტრენდების მიმდევარ) ადამიანებში დღეისთვის მთავარ „მას-ჰევს" წარმოადგენს საკუთარ სახლში და საკუთარ ოთახშიც საჭიაყელეს ქონა. ყოველი მხრიდან ისმის ასეთი რეპლიკები: „ჩემს საჭიაყელეში..." „აბა როგორ არის ჩემი საჭიაყელე?" მოდაში შემოდის ახალი ბიზნესი - წვიმის ჭიაყელების გამრავლება სახლში!
პერმაკულტურა და ჭიაყელები: საკვების გამოზრდა ქალაქის პირობებში
არა, ხალხი, რომლებიც ამბობენ „ჩემი ჭიაყელები", არ მიირთმევენ ჭიაყელებს. ქალაქის პირობებში ისინი ზრდიან სავსებით ნორმალურ საკვებს - ბოსტნეულს, სალათებს, ხილს. მაგრამ მთელი საქმე იმაშია, რომ მწვანე საკვების მოსაყვანად საჭიროა ნიადაგი. აი ნიადაგს კი ნამდვილად ჭირდება ჭიაყელები!
პერმაკულტურა (დღეისათვის ტრენდების ტრენდი) გვასწავლის გამოვიყენოთ „ყველაფერი, რაც ჩვენს ხელთაა და არ ეძებოს სხვა". ეს პირველ რიგში ნიშნავს - არ გამოვიყენოთ მინერალური სასუქები გამოფიტული ნიადაგების გასამდიდრებლად და ვეძებოთ თვითონ ბუნების წყალობა.
ქათმები „ბუნებაში...", ხოლო ჭიაყელები „ბალკონზე"
ბაღისა და ბოსტნის ტერიტორიაზე თავისუფლად მოსეირნე ქათმებს თავისუფლად შეუძლიათ „ფერმერისათვის დახმარების გაწევა. ისინი ჯერ ამოკენკავენ მავნებლებს და შთანთქავენ ყველა „სარეველას", ხოლო შემდეგ საკუთარი სკინტლით (ბუნებრივი მინერალური სასუქით) გაანოყიერებენ მიწას.
მაგრამ ქალაქის ბინის პირობებში უფრო აქტუალური მაინც ჭიაყელებია, ვიდრე ქათმები, მაგრამ სრულად გასაგები მიზეზების გამო. ბალკონის კვადრატულ მეტრებზე ქათამი მაინცდამაინც ლაღად ვერ იქნება, ხოლო აი ჭიაყელას კი ყუთიც ეყოფა. აი, ასეთია პერმაკულტურა.
ჭიაყელამ „ეკო" სტილის მოდის მიმდევრებს შეუცვალა სახლის, ოთახის აქვარიუმი და უაზრო ზაზუნები.
მაგრამ საჭიაყელე - ეს არ აროს მხოლოდ „მოდური" და კონცეპტუალური, ეს კიდევ მომგებიანი. საჭიაყელეს თავისუფლად შეუძლია გახდეს საკუთარი პატარა ბიზნესი ან მოემსახუროს თქვენს პირად პერმაკულტურულ ბოსტანს აივანზე ანუ როგორც თქვენ გენებოთ.
ჭიაყელები, კომპოსტი, ბიოჰუმუსი, ორგანული მიწაღმოქმედება, ბიოპროდუქტები
რასთან არის დაკავშირებული ოთახის ჭიაყელების ბუმი? გაგიმხელთ საიდუმლოს: ქალაქის პირადი ჭიაყელების ბუმი დაკავშირებულია კომპოსტის დამზადებასთან ქალაქისავე პირობებში, კომპოსტური ორმოების ბუმთან. კომპოსტური ორმოები, თავის მხრივ, რასაკვირველია, დაკავშირებულია ისეთ ტრენდთან, როგორიცაა ორგანული მიწათმოქმედება და ბიოპროდუქტების მოყვანა.
ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ მცენარეები იზრდება მხოლოდ მდიდარ „ნოყიერ" მიწაზე, სხვანაირად - ჰუმუსზე. მდიდარი მიწის მისაღებად მემცენარისათვის აუცილებელია კომპოსტი, ხოლო საიდან მიიღება ის? ნუთუ ის მაღაზიებში იზრდება? არამც და არამც!
ყოველდღიურად თქვენ ნაგვის ვედროში ყრით იმას, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო თქვენი შემოსავალი და თუნდაც პატარა, მაგრამ მაინც ბიზნესი.
ბიოლოგიურად დაშლადი საყოფაცხოვრებო ნარჩენები
განვითარებულ ქვეყნებში ტყუილად არ ხება ნაგვის ცალცალკე შეგროვება. ყველაფერი, რაც ბიოლოგიურად იშლება - მიდის „რეციკლინგში რთული ტექნოლოგიებით".
ყველაფერი, რასაც შეუძლია სწრაფად და თავისით დალპობა, შეუძლება და უნდა იქნას გამოყენებული კომპოსტის საწარმოებლად. კომპოსტის ორმოს უფლება შეიძლება მხოლოდ იმას, ვინც ცხოვრობს საკუთარ სახლში მიმდებარე ეზოს ტერიტორიით. მაგრამ ბინის მაცხოვრებელს, რომელსაც საკუთარ აივანზე ბაღ-ბოსტანი, შეუძლია საკუთარ თავს მისცეს მინი-კომპოსტის ორმოს უფლება - კოპმპოსტის ყუთის.
თქვენმა ბიონაგავი რომ არ „ყარდეს", საჭიროა მასში ჭიაყელების გაშვება!
როგორ, განა შეიძლება, რომ ნაფცქვენები და ქერქები, დამპალი ბოსტნეული და ხილი, ასევე ქაღალდი, არასინთეტური ჩვრები და მუყაო ლპობადი ნარჩენების გროვიდან გადაიქცეს კომპოსტად და თან სწრაფად? ძალიან მარტივად - ჭიაყელები.
ჭიაყელები და ორგანული მიწათმოქმედების სხვა ატრიბუტები
საკუთარ ფანჯარაზე რაიმეს გასაზრდელად (ან მიწის დიდ ნაკვეთზე) საჭიროა ნაყოფიერი მიწა. მისი ნაყოფიერებისათვის შეიძლება შხამქიმიკატებით უკვე გამდიდრებული „ხელოვნური" მიწის გამოყენება, ან შეიძლება თვითონ ბუნების ძალის გამოყენება.
მიწის ეკო-გამდიდრების № 1 დამხმარეა მიწის ჭიაყელა
ჭიაყელა „მაძიებლის" თავისებურებებია, რომ ის ორგანულ ნარჩენებს კომპოსტად უფრო სწრაფად და უფრო ხარისხიანად გადაამუშავებს. ეს ჭიაყელები ადაპტირებულნი არიან ტემპერატურების უფრო დიდ დიაპაზონთან, ისინი ნაყოფიერნი არიან და უპრეტენზიონი კვებისადმი. ამ ჭიაყელების საკვებად შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასოფლო-სამეურნეო ცხოველების ნაკელი და ჩამოცვენილი შარსანდელი ფოთლები, ასევე სამზარეულოს ნარჩენები, ქაღალდი... ჭიაყელა „მაძიებელი" მიირთმევს ჩანადენი წყლების ნალექსაც... ამასთან მას შეუძლია ადაპტირება ახალ საკვებთანაც - რაციონის შეცვლა მათთვის სტრესს არ წარმოადგენს.
მიწის გამდიდრების № 2 დამხმარე - ე. წ. მცენარეები სიდერატები ანუ მწვანე „სასუქები"
მცენარე-სიდერატები - ეს არის მცენარეები, რომლებიც მიწაში დარგვის შემდეგ მოქმედებენ როგორც სასუქი-ნაკელი და უფრო უკეთესადაც. მოკლედ რომ ვთქვათ - მცენარე-სიდერატები მკურნალობენ მიტოვებულ და მცირედ მაყოფიან მიწებს (მათ შორის ქალაქის მიწებს, უდაბნოებს), უბრუნებენ მათ უნარს კვვლავ გახდნენ ადამიანისათვის უსაფრთხო და ნაყოფიერი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. გარდა იმისა, რომ მცენარე-სიდერატები კურნავენ მიწას, ისინი თვითონ ძალზე არამომთხოვნებია. მათი ფესვები კარგად ეთვისებიან გამოფიტულ, დახეთქილებით დაქსელილ ნიადაგებს (როგორიც ჩვენი ქალაქური გაზონებია). სწორედ ამიტომ სიდბომბერები (თესლის ბომბების გამფანტავებს) დებენ თავის ბომბებში სწორედ სიდერატების თესლებს.
ეკო-მიწათმოქმედება, მიტოვებული (ან გაფუჭებული ცხოველური დამუშავებით) მიწის აღორძინება ყოველთვის იწყება ნიადაგში მცენარე-სიდერატების დარგვით. და ასევე გრძელდება. სიდერატები მაშინაც კი აგრძელებენ მიწის დათესლიანებას, როდესაც ნიადაგში უკვე „სასარგებლო" კულტურებს რგავენ. ისინი ისევე აჩქარებენ მიკრობიოლოგიურ პროცესებს ნიადაგში, როგორც ამას აკეთებენ წვიმის ჭიაყელები. ამაზე წერდა ჯერ კიდევ პლინიუს-უფროსი, რომელმაც აჩვენა კიდეც ძველი დროის ყველაზე გავრცელებული სიდერატი - ლიუპინი. მცენარე სიდერატებს მიეკუთვნებიან პრაქტიკულად ყველა პარკოსნები, ასევე უკვე ნახსენები ლიუპინი, სამყურა, ბოლოკი, რაფსი, მდოგვი, ჭვავი, წიწიბურა...
***
და მაინც, სიდერატების კომპანიაში თქვენ დაგჭირდებათ კიდევ წვიმის ჭიაყელები, რომლებიც ბიოლოგიური ნარჩენებიდან წარმოქმნიან ჰუმუსს. ამიტომ მოდით მოაწყვეთ საკუთარი ეკობიზნესი, საკუთარი საჭიაყელე! ხოლო სიდერატი მცენარეები მიმოვფანტოთ ქალაქის ხრიოკ გაზონებზე...