ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: ძროხების განაყოფიერებისათვის ხელსაყრელი დღეების განსაზღვრის სისტემა

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

ბიზნეს იდეა: ძროხების განაყოფიერებისათვის ხელსაყრელი დღეების განსაზღვრის სისტემა
 | რეიტინგი 3 

ანუ მოკლე შეტყობინება ფერმერს ძროხის ახურების შესახებ „ქალბატონი უკვე დაწვა და გთხოვენ!"

შვეიცარულმა კომპანია Anemon-მა გამოიგონა სისტემა, რომელიც საზღვრავს ძროხებში ახურებას. აქ ყველაფერი ისეა, როგორც ჭკუის სასწავლებელ კომედიაში „ორი კურდღლის მადევარი". სასაცილო და აბსურდული. თყუილად არ ამბობენ ხალხში, რომ „ორი კურდღლის მადევარი ვერც ვერ დაიჭერსო!". თანამედროვე აგრობიზნესმა მისი დაუნდობელი, ბუნებრივი რიტმებისგან მოწყვეტილი ტექნოლოგიებით ცხოველები იქამდე მიიყვანა, რომ, მაგალითად, ძროხებში  ახურების ბუნებრივი ნიშნები თითქმის შეუმჩნეველია შეუიარაღებელი თვალისათვის. ეს კი ნიშნავს, რომ, რომ შეიძლება გაგვეპაროს განაყოფიერებისათვის იდეალური დრო - აღარ იქნება ხბოები, ფერმერი დაკარგავს ფულს. რამდენიც არ უნდა იტრიალო, დედა-ბუნება „გვასწავლის".

„ჩემს მკერდში ვეზუვი ძალიან ფეთქავს!"

მაშ ასე, რა არის საჭირო, რომ ფერმერმა მიიღოს თავის ფიჭურ ტელეფონზე მოკლე შეტყობინება ძროხის ოვულაციის შესახებ? ამისათვის საჭიროა ტემპერატურის ინტრავაგინალური უსადენო სენსორი (ამ ადგილას ტემპერატურის მომატება მოწმობს ორგანიზმის საუკეთესო მზაობას დასამაკებლად), პლუს - კიდევ ერთი ცხოველის კისერზე დასამაგრებელი წყალგაუმტარი სენსორი-გადამცემი. სწორედ მისგან ეგზავნება ფერმერს ტექსტური შეტყობინება.

ყველაფერი რომ დეტალურად გავარჩიოთ, გამოვა უფრო რთულად და საინტერესოდ:

  • სიმ-ბარათი,
  • რადიოსიხშიროვანი გადამცემი,
  • მიკროკონტროლერი,
  • GSM/GPRS მოდული

ამ „სახიფათო დღეების სრულყოფილი თერმომეტრის" შემქმნელი კომპანია Anemon ამტკიცებს, რომ „მოხვედრის სიზუსტის" გარანტია 90%-ია. და რატომ განიცდიან ასე ფერმერები? საქმე იმაშია, რომ ძროხების განაყოფიერების პროცესი უკვე დიდი ხანია გახდა ხელოვნური. ფერმაში ძროხების განაყოფიერებისათვის მოჰყავთ არა ხარი-მწარმოებელი, არამედ ზოოტექნიკოსი შპრიცით (ასევე - ინტრავაგინალურით).

თავისთავად შპრიცში მყოფი  თესლი ძალზე ძვირი ღირს, მისით ვაჭრობენ ასობით სიგელებითა და ლიცენზიებით უხვად დახუნძლული ფირმები, რომლებსაც ყავთ ასეთი მწარმოებელი ხარები და არ უშვებენ კონკურენციას. შეიძლება ითქვას, რომ მონოპოლისტები არიან... სახლში ზოოტექნიკოსის შეკვეთა ძალზე ძვირი საქმეა და ძალზე სამწუხარო იქნება, რომ ძროხა უკვე დიდი ხანია, რაც ახურებული აღარ არის და არავის არაფერს არ თხოვს. ან საერთოდ არ უფიქრია ვინმესთვის რაიმე ეთხოვა - ასე შეცვალეს მისი ორგანიზმი ხელოვნურმა საკვებმა დანამატებმა...

შვეიცარული კომპანია Anemon-ის გამოგონება - ძროხების განაყოფიერებისათვის ხელსაყრელი დღეების განსაზღვრა, რთული საქმეა. მაგრამ ის ნამდვილად ვერ წყვეტს უმთავრეს პრობლემას, რომელიც აქ გამოისახა. ის უფრო აღრმავებს მას. თვითონ შემქმნელების სიტყვებით, ძროხებმა შეწყვიტეს ოვულაციის აშკარა ნიშნების გამოვლინება ცოცხალ ბუნებაზე აგრობიზნესის ექსპერიმენტების შედეგად, და როგორ ფიქრობთ - გახდებიან კი ძროხები უფრო ბედნიერები მთელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარ სხეულში ინტრავაგინალური სენსორით   სეირნობით?

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge