მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: მეფუტკრეობა როგორც ქალაქელების ჰობი
ბიზნეს იდეა: მეფუტკრეობა როგორც ქალაქელების ჰობი
| რეიტინგი 3
ინგლისური კომპანია „Omlet" ქალაქის მცხოვრებთ სთავაზობს დაკავდნენ მეფუტკრეობით თავის ბაღში ან სულაც აივანზე. კომპანია უკვე რამდენიმე წელია დაკავებულია შინაური ცხოველების გამრავლების პროდუქციის გავრცელებით 0 ბაჭიების, ქათმების, აი ახლა კი ფუტკრების. ისინი სთავაზობენ მზა ნაკრებებს შინაური მინი-ფერმების ორგანიზებისათვის, რომელიც შეძლებს უზრუნველყოს ოჯახი საკუთარი წარმოების ახალი და ეკოლოგიური პროდუქტებით. მაგრამ ამის შესახებ უკვე ვწერდით. კომპანია Omlet -ის პროდუქციის თავისებურება იმაშია, რომლებსაც ისინი ყიდიან, რომ ისინი მისადაგებულნი არიან ქალაქის პირობებს და შემუშავებულია სპეციალურად ქალაქში მცხოვრებთათვის როგორც საკუთარ სახლებში, ისე ბინებშიც.
რაც შეეხება სკებს ფუტკრების გასამრავლებლად ქალაქის პირობებში, ისინი აღჭურვილია ყველაფერი აუცილებლით და იყიდება კომპლექტში ფუტკრებთან, აქსესუარებთან - კოსტიუმთან, შესაბოლებელთან, ინსტრუმენტებთან და დაწვრილებით ინსტრუქციასთან ერთად ახალბედებისათვის ფუტკრების გამრავლების, თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების შეგროვების შესახებ. კომპანია Omlet-ის სკების დადგმა შესაძლებელია ბაღში, თუნდაც პატარა ფართობზე, ქალაქის ბინის აივანზე. სკების მოსავლელად არ არის საჭირო ბევრი დროის ხარჯვა. კარგ ამინდში ამ საქმიანობას შეგიძლიათ დაუთმოთ ყოველდღე რამდენიმე წუთი სამუშაოს შემდეგ. და კვირაში ერთი საათიც დასვენების დღეებში სრულიად საკმარისია, როგორც გვარწმუნებენ ამ კომპანიის სპეციალისტები. თითოეულ სკას წელიწადში საშუალოდ თაფლი მოაქვს 50 ხუთლიტრიანი ქილით, ხოლო თუ კარგად გაირჯებით, სუფთა თაფლის 100 კილოგრამიც.
კომპანია Omlet-მა მიუსადაგა ფერმერული აგრობიზნესი, რომელიც თავიდანვე სოფლის მეურნეობის დარგს განეკუთვნება და ამიტომ არის სოფლური, ქალაქის პირობებს და მის მაცხოვრებლებს, შესთავაზა რა ის როგორც ჰობი და შესაძლებლობა თვითონვე დამოუკიდებლად აწარმოონ ნატურალური პროდუქტები, რაც დაგვეთანხმებით, ეკონომიკური კრიზისის პირობებში საკმაოდ აქტუალურია.