ახალი სტარტაპი Your Pure Honey ახალი ზელანდიიდან მომხმარებლებს სთავაზობს გახდნენ საწარმოს თანამფლობელები და დააგემოვნონ მის მიერ წარმოებული სუფთა მანუკა-თაფლი. საბაზო წილის ღირებულებაა 285 აშშ დოლარი და ამ ფულით მყიდველი იღებს 2 კილოგრამ ნედლ თაფლს (მიტანის ჩათვლით). პრემიუმ წილის ფასია 2,500 დოლარი, რისთვისაც მას ეკუთვნის უკვე ამ არაჩვეულებრივი პროდუქტის 20 კილოგრამი.
ამ საწარმოს მფლობელები არიან ფერმერები დარსი და მელანი ბიხრები, მწერალი, პროდიუსერი და ინტერნეტ კონსულტანტი ლიუკ ფოსტერი, რომლებიც გაერთიანდნენ ამა წლის აგვისტოში ერთი მიზნით -გარანტირებულად მიაწოდონ თავის კლიენტებს ხარისხობრივად სუფთა და სასარგებლო პროდუქტი, რომელსაც საკუთარი ისტორია აქვს. პრინციპში, ეს საწარმო წარმოადგენს ფერმას, რომელიც მუშაობს წინასწარ შეკვეთებზე, უხსნის რა თავის კლიენტ-თანამფლობელებს წარმოების ყველა საიდუმლოს. შემკვეთები იღებენ პირად ბმულს საიტზე, რომელზედაც განთავსებულია ფუტკრების ფოტოები და ვიდეოები, რომლებიც მათ იყიდეს და მათთვის თაფლის წარმოების ყველა პროცესი. სეზონის ფოტოს ამ ფოტოებიდან და ვიდეომასალიდან იქმნება პერსონალური ფილმი და ფოტოალბომი, რომელსაც სთავაზობენ შემკვეთს.
კერძო საწარმოს მუშაობის ეს სქემა არ არის ახალი, ჩვენ უკვე აღვწერდით მსგავს იდეებს ჩვენს საიტზე. და მან დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა. მიდომის თავისებურება იმაშია, რომ კომპანია ქმნის უნიკალურ ისტორიას კლიენტისათვის, რომელიც მას შეუძლია გაუზიაროს მეგობრებს და საკუთრივ მხოლოდ ამ კლიენტისათვის უნიკალურ და სასარგებლო პროდუქტს. თაფლის ამოღება ხდება ეკოლოგიურად სუფთა ტყეებში და წარმოადგენს 100%-ით სუფთა ნატურალურ პროდუქტს. ამ კომპანიის კიდევ ერთი პლუსია მანუკას ხეების ახალი პლანტაციების შექმნა მყიდველთა შენატანების შემოსავლით.