მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: ორგანული შოკოლადი
ბიზნეს იდეა: ორგანული შოკოლადი
| რეიტინგი 3
ორგანული პროდუქტები, რომლებსაც ბიოპროდუქტებსაც უწოდებენ, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება დასავლეთში. მათ მიეკუთვნება სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის პროდუქცია, რომელიც იწარმოება საყოველთაოდ მიღებული სტანდარტებით. ის მზადდება მკაცრად მავნე პესტიციდების სინთეტური მინერალური სასუქების, ზრდის რეგულატორების, ხელოვნური საკვები დანამატების გამოყენების გარეშე. ამასთან, სრული უსაფრთხოებისა და ბუნებრიობის მოთხოვნები ეხევა არა მხოლოდ უშუალოდ პროდუქტს, არამედ სხვათა შორის მის შეფუთვასაც.
ახლა სავაჭრო ნიშნით Pana Chocolate მზადდება ორგანული შოკოლადიც, რომელიც მზადდება მხოლოდ და მხოლოდ ხელით. ახალი თაობის პოპულარული პირის ჩასატკბარუნებლის მწარმოებელი მდებარეობს მელბურნში (ავსტრალიაში). დღეისათვის ასორტიმენტის ხაზი შედგება ცხრა სახეობის შოკოლადისაგან მრავალფეროვან შეფუთვაში.. და კომპანია არ აპირებს მიღწეულზე შეჩერებას.
შოკოლადი მთლინად მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებისაგან შედგება, მწარმოებლის ლოზუნგის შესაბამისად: „გიყვარდეს საკუთარი თავი, გიყვარდეს დედამიწა". მისი წარმოებისას გამოყენებულა მეორადი ფოლგა, მეორეჯერ გადამუშავებული მუყაო და უსაფრთხო საღებავები სოიოს საფუძველზე. ვიზუალურ გაფორმებას, ილუსტრაციებსა დ შეფუთვას აკეთებდა დიზაინერი პორშა მერაისი (Porsha Marais). მის წინაშე რთული ამოცანა იდგა: უნდა შეექმნა ორგანული შოკოლადის შეფუთვის ისეთი გაფორმება, რომელიც, ერთის მხრივ, ორიენტირებული იქნებოდა გარკვეულ აუდიტორიაზე,, რომელიც ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევარია, ხოლო მეორეს მხრივ, მიიპყრობდა იმათ ყურადღებას, ვინც ჯერ კიდევ არ შედის იმ მიზნობრივ აუდიტორიაში, და მისცემდა მათ ყიდვის სტიმულს.
შოკოლად Pana Chocolate-ს წარმოება რამდენადმე განსხვავდება ტრადიციულისაგან. ეს, თავისი არსით, ნახევრად ნედლი ნედლეულია, რომლის კომპონენტები არ გადიან მოხალვას 42 გრადუსზე მაღლა რას მისი სასარგებლო ნივთიერებების პირველსახის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. ის მთლიანად შემოფარგლულია, არ შეიცავს გლუტენსა და რძის პროდუქტებს და მზადდება ხელით. მისი მსუბუქი კრემოვანი სტრუქტურისათვის გამოიყენება კაკაოს ზეთი და ქოქოსის კაკლის ცხიმები. შოკოლადს გააჩნია აგრეთვე დაბალი გლიკემიური ინდექსი, რადგანაც რაფინირებული შაქრის ნაცვლად მის წარმოებაში გამოიყენება აგავას წვენი.