მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: პოპკორნი, რომელიც ანათებს სიბნელეში
ბიზნეს იდეა: პოპკორნი, რომელიც ანათებს სიბნელეში
| რეიტინგი 3
ის ცოცხალია და ანათებს.. ლაპარაკია არა ციცინათელაზე, არამედ პოპკორნზე.იმ ზრდასრულმა ადამიანებმა, რომლებიც ბავშვობაში იზრდებოდნენ ბუნებასთან კონტაქტში, იციან, რომ ღამის სიბნელეში ციცინათელები მართლაც მომაჯადოებელი სანახაობაა, მათი იდუმალი ნათება სიბნელეში უყვართ დასაბამიდანვე. ეს არის კაცობრიობის ერთერთი უძველესი არქეტიპი, რომ თაყვანი სცენ ნებისმიერ ნათებას, რომელიც ფანტავს უკუნ სიბნელეს. ამიტომაც არის, რომ უფრო მოგვიანო მიმბაძველი გასართობები, რომლებიც კოპირებდნენ ციცინათელას პოეზიას, სარგებლობდნენ და ახლაც სარგებლობენ უდიდესი პოპულარობით მოსახლეობაში.
გახსოვდეთ, ეს ვინტაჟური მოდა ფოსფორით დაფარულ სხვადასხვა საგნებზე - საათების ციფერბლატზე, ისრებზე და პატარა ქანდაკებებზეც კი. ისინი ყველა ანათებდნენ ღამეში. მაგრამ ფოსფორი საკმაოდ შხამიანი რამაა (განსაკუთრებით წარმოებაში), და მისით დაფარული ნივთები უკვე აღარ არის მოდაში, რადგან არსებობს LED-ტექნოლოგიები. აი ისინი კი, უსაფრთხო და ეკოლოგიური შუქდიოდები დგანან სიბნელეში მანათებელ არტ-ობიექტებზე მოდის თავში. დამნაშავენი კი ისევ ციცინათელები არიან. ისინი ისე შეიყვარეს ადამიანებმა, რომ ურბანიზებული ქალაქებში მცხოვრებ თაობებს, რომელთაც არასოდეს არ უნახავთ არათუ ციცინათელა, არამედ ცოცხალი ძროხაც კი, ჯერ კიდევ ენატრებათ ეს ბუნებრივი და იდუმალი ჯადოქრობა.
მაგრამ ბრიტანელმა მეცნიერებმა საერთოდ გაუსწრეს მთელს პლანეტას! მა გამოიგონეს უსაფრთხო, საკვებად ვარგისი სიბნელეში მანათობელი პოპკორნი. კემბრიჯელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ისეთი საკვები საღებავი, რომელიც ერთდროულად ანათებს და არც ჯანმრთელობას აყენებს ზიანს. უფრო მეტიც, მათ გაიარეს ტესტები საკვები პროდუქტების უსაფრთხოების კომისიაში და მან (Food Standards agency) მოიწონა მათი მანათობელი პოპკორნი. კემბრიჯელი მეცნიერი დოქტორი Dr. A. Tauschen-მა, მანათობელი პოპკორნის შემქმნელი რეკომენდაციას იძლევა მიირთვათ ის კინოდარბაზში, განსაკუთრებით შობაზე, და რით არ არის ზღაპრული განწყობილება?
ჩვენ ჩვენის მხრივ, თუმცა კი მივაგებთ ღირსეულს კემბრიჯელთა გამომგონებლობას, არ გირჩევთ არანაირი პოპკორნის ჭამას კინოდარბაზში საერთოდ. ჯერ ერთი, პოპკორნი საკმაოდ მავნეა (კალორიულია, გადამლაშებული და გადაწყობილი) და მას ებრძვიან ამერიკელებიც გასუქების საწინააღმდეგო ლიგიდან, რომლებიც მას უწოდებენ პირველს იმ პროდუქტთა სიაში, რომლებიც პასუხს აგებენ ზედმეტი წონის ეპიდემიაზე აშშ-ში. და მეორეც, კინოდარბაზში რაიმეს ჭამა ან დალევა, მობილური ტელეფონის ჩართვა ან პაკეტების შრიალი ცუდი გემოვნების გამოვლინებაა, რაც ცუდ აღზრდაზე და დაბალ სოციალურ სტატუსზე მეტყეველებს.
თავისთავად ბიზნეს იდეა კი - უსაფრთხო საკვები საღებავის გამოგონება, რომელიც საშუალებას ძლევს პროდუქტებს გაანთონ სიბნელეში, ჩვენ მოგვწონს. იქნებ კიდევ რაიმეში გამოდგეს?