მსოფლიოში უამრავი გასახდომი დიეტა არსებობს, მაგრამ ყველა მათგანი ვარაუდობს კვებაში შეზღუდვებს, რასაც ხშირად უფრო ვნება მოაქვს, ვიდრე სარგებლობა. კალორიებთან ერთად ასეთ დიეტებში არ არის ორგანიზმისათვის აუცილებელი საკვები ნივთიერებებიც და ის ამას არ პატიობს. როგორც კი დიეტა მთავრდება, ის აქტიურად იწყებს წონის თავიდან აკრეფას, ცდილობს რა დაბრუნდეს კომფორტულ მდგომარეობაში.
მაგრამ გასახდომ დიეტებს შორის არის ისეთიც, რომელიც არ საჭიროებს განსაკუთრებულ შეზღუდვებს - ეს არის არომატული დიეტა, რომელიც დაფუძნებულია მადის დამაქვეითებელ არომატებზე. სუნების გავლენაზე მადის დაქვეითებაზე პირველად დაიწყე ს ლაპარაკი 25 წლის წინ, კერძოდ ამ საქმის პიონერმა, ამერიკელმა ფსიქიატრმა ა. ხირშმა, რომელმაც შეკრიბა 3 ათასი წარბწონიანი მოხალისე და აიძულა ისინი ნახევარში წელიწადში დაეკლოთ საშუალოდ 12,7 კგ. ხიღსი მათ აძლევდა ნებას ეჭმათ საჭმელი, მაგრამ ინავე დროს ეყნოსათ სპეციალური არომატიზატორი.
საქმე იმაშია, რომ ორგანიზმის გაჯერების გადაწყვეტილებას იღებს თავის ტვინი, ამიტომაც „რაც მეტია არომატი, მით მეტია საჭმელი" - დაახლოებით ასე „ფიქრობს" ჰიპოთალამუსში მდებარე დანაყრების ცენტრი. სხვა სიტყვებით, რაც მეტ არომატს შეიყნოსავს ადამიანი, მით მეტად უნდება მას ჭამა.
სწორედ მადაზე სუნის გავლენის თეორიაზე, და შესაბამისად წონაზე, არის აგებული ამერიკელი მეწარმეების გამოგონება - ელექტრონული გასახდომი სიგარეტი სახელით Vaportrim მუშაობს იმგვარადვე, როგორც ჩვეულებრივი ელექტრონული სიგარეტი, რომელსაც ეხმარება მავნე ჩვევისათვის თავის დანებებაში - მოწევისას გამოყოფილი სუნი აქვეითებს მადას. განსაკუთრებით კარგად მოქმედებს ტკბილეულის სუნი, რომელიც ატყუებს ტვინს, რომ ორგანიზმი უკვე დანაყრდა და იმავდროულად ხსნის სტრესს.
მწარმოებლის საიტზე მრავალრიცხოვანი კომენტარების მიხედვით, გასახდომი სიგარეტები ეფექტიანებია ჭარბ წონასთან ბრძოლაში. გარდა ამისა, ისინი უვნებელია, არ გააჩნიათ გვერდითი ეფექტები და ძალიან სასიამოვნო არომატი აქვთ. სასიამოვნოა სიგარეტის მოწევა ვაშლის ნამცხვრის, ვანილის ბისკვიტის, მარწყვიანი შოკოლადის, მოცხარის კექსის გემოთი და ამასთან გახდომაც. ასეთი გასახდომი სიგარეტის ფასია 10 დოლარი.