ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: ენერგეტიკის ახალი ფორმულა

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

ბიზნეს იდეა: ენერგეტიკის ახალი ფორმულა
 | რეიტინგი 3 

ამ ენერგეტიკული სასმელის ბოთლი გარეგნულად არაფრით არ გასხვავდება სხვა ცნობილი და არაცნობილი ბრენდების სასმელებისგან. ის შეიცავს 4 კალორიას, საკვები ნივთიერებების ნარევს, ამინმჟავებს, B ვიტამინსა და, რასაკვირველია, კოფეინს, რომლის დოზა არ აღემატება პრემიუმ კლასის ერთ ფინჯანში არსებულ რაოდენობას. ასე წერია კომპანია 5-Hour Energy-ს საიტზე. სინამდვილეში, დამოუკიდებელი კვლევების თანახმად, კოფეინის დოზა 207 მგ, ხოლო ვიტამინებისა რამდენიმე ათეულჯერ აღემატება დღეღამურ დოზას და ენერგეტიკის ბოთლიც საკმაოდ ძვირი ღირს - 3 დოლარი.

მანოი ბარგავამ (Manoj Bhargava) თავისი ბიზნესი ამ უნიკალური შემადგენლობით დაიწყო 8 წლის წინ. დღეისათვის კომპანია 5-Hour Energy წარმოადგენს ენერგეტიკული სასმელების ბაზრის მოთამაშეს მილიარდიანი ბრუნვით. გემოთის ოდნავ უფრო სასიამოვნოა ხველების სიროფზე. მისი საიდუმლო მდგომარეობს  რეცეპტში, სწორ მიწოდებაში და ხისტ თამაშში.

ბარგავამ იცოდა, რომ არ შეიძლება ენერგეტიკის იმავე შემადგენლობითა და კოფეინის დოზით გაყიდვა, როგორსაც შეიცავს კონკურენტების უმეტესობა. ის არ აპირებდა პირდაპირ კონკურენციას Red Bull-თან. მან შეისწავლა კონკურენტების რეცეპტები და შექმნა საკუთარი და რაც მთავარია, უსაფრთხო ენერგეტიკის რეცეპტი ორი უნცია კოფეინისა (Red Bull-ის 16-გან განსხავებით) და B ვიტამინის შემცველობით.  უკვე ნახევარი წლის შემდეგ სასმელი გამოჩნდა გასაყიდად. ყველაზე რთული საწყის ეტაპზე იყო დაერწმუნებინა მაღაზიები მიეღოთ სასმელი გასაყიდად. რიტეილერებთან საუბრისას მისი მთავარი არგუმენტი იყო პროდუქტის უსაფრთხოება.

პირველი, ვინც დათანხმდა მიეღო სასმელი გასაყიდად 2004 წელს, გახდა ქსელი GNC. თანდათანობით ახალი შემადგენლობის ენერგეტიკული სასმელი გამოჩნდა ყველა მსხვილი სუპერმარკეტის დახლებზე. გაყიდვები იზრდებოდა და სასმელსაც გაუჩნდა თავისი ფანატები. „ჩვენი ენერგეტიკული სასმელის შედგენილობა უსაფრთხოა, ხოლო ეფექტი გარანტირებული. ჩვენ არა მხოლოდ ვპირდებით უბრალოდ არამედ გარანტიას ვიძლევით. მომხმარებელი შეიძლება მოატყუო ერთხელ, მაგრამ მეორეჯერ იმავე ანკესს არავინ არ წამოეგება, არ არის ადვილი 3 დოლარის ღირებულების ენერგეტიკის განმეორებითი გაყიდვების უზრუნველყოფა. აუცილებელია საკუთარი დაპირებების შესრულება. და ჩვენც ვასრულებთ" - ამბობს ბარგავა.

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge