მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: ღვინის იაფი ინტერნეტ–მაღაზია
ბიზნეს იდეა: ღვინის იაფი ინტერნეტ–მაღაზია
| რეიტინგი 3
თქვენ არასოდეს არ დაფიქრებულხართ, რატომ არის სხვადასხვა მაღაზიებში ერთსა და იმავე ღვინოზე ასე განსხვავებული? და საერთოდ, რატომ ღირს ზოგიერთი ღვინო თითქმის მთელი ქონება? რასაკვირველია, რომ ახლა ბევრი იტყვის, რომ ასეთი მაღალი ფასი სრულებითაც არ არის გასაკვირი, რადგანაც ჭეშმარიტად ხარისხიანი შექმნის პროცესი ძალზედ შრომატევადი საქმეა. ბევრი სომელიე უამრავ ფულსა და ძალისხმევას ხარჯავს ხარჯავს მაღალი კლასის ღვინის წარმოებისათვის, მაგრამ, სამწუხაროდ ეს ყველაფერი არ არის.
ამ საქმეში მთავარ ფაქტორს წარმოადგენს საგრძნობი განსხვავება ღვინის ფასში, რომელსაც გვთავაზობს რესტორანი და ზუსტად იგივე ღვინისა, რომელსაც გვთავაზობს ალკოჰოლური სასმელების ჩვეულებრივი მაღაზია. ასე, ღვინის ზოგიერთი სახეობა საცალო ვაჭრობაში ღირს სულ 15,99 დოლარი, და იმავდროულად ზუსტად იგივე ღვინო რესტორანში ეღირება უკვე 49 დოლარი. რაშია საქმე? ნუთუ რესტორნისთვის სამარცხვინოა ასეთი დაბალი ფასის - სულ 15,99 დოლარის გამოცხადება ერთი ბოთლი ღვინის ფასად?
ღვინის ფასების ასეთი გაურკვევლობა სერიოზული პრობლემა გახდა ნიდერლანდებში, სადაც ღვინის ინტერნეტ-მაღაზიამ Sterwijnenthuis-მა ამა წლის მარტიდან დაიწყო იგივე ღვინოების გაყიდვა, რომლებიც წარმოდგენილნი არიან უმაღლესი რეიტინგის მქონე რესტორნების ღვინის სიებში, მაგრამ 3-4-ჯერ უფრო დაბალ ფასად. ჰოლანდიის 60 რესტორნის ღვინოების სიიდან გამომდინარე, ღვინის იაფი მაღაზია Sterwijnenthuis ყიდის ღვინის 350-ზე მეტ სახეობას და ამასთან, ერთი ბოთლის ფასიო იწყება 5,80 ევროდან.
გარდა ამისა, ღვინის ინტერნეტ-მაღაზიას მოჰყავს იმ რესტორნების ჩამონათვალი, სადაც გვხვდება აღნიშნული ღვინოები. ასე, მაღაზიის საიტზე ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია თვითონ იპოვნოს მისთვის საინტერესო ღვინო, ან კიდევ, საჭირო რესტორნის არჩევით იპოვნოს სასურველი სასმელი. და კიდევ, ღვინოების ინტერნეტ-მაღაზიის საიტზე წარმოდგენილია ნავიგაციის სხვა სახეებიც, მაგალითად, კლიენტს შეუძლია აირჩიოს ღვინო ყურძნის ჯიშის, მწარმოებელი ქვეყნისა და ფასების კატეგორიის მიხედვით. გარდა ამისა, აქ წარმოდგენილია ღვინოების, ტესტ-გემოების სრული აღწერილობა და სომელიეს რჩევები.
არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ რესტორანთა უმეტესობა სერიოზულად არის შეშფოთებული იაფი ღვინის ინტერნეტ-მაღაზიის არსებობით, სადაც, მაგალითად, ისეთი ღვინის ყიდვა, როგორიცაა Collavini Il Grigio, რომელიც რესტორნების ღვინოების სიაში ღირს 50 ევრო, შეიძლება სულ რაღაც 12 ევროდ, ღვინო Castillo Perelada Finca Malavena D.O. - 28,50 ევროდ.
ფასებში ესოდენ დიდ განსხვავევებთან დაკავშირებით ბევრმა რესტორანმა შეიტანა სარჩელი სასამართლოში ღვინის ინტერნეტ-მაღაზია Sterwijnenthuis-ის წინააღმდეგ. ინტერნეტ-ბიზნეს-იდეის ავტორის გიჯ ვან ხოლანდერის Gijs den Hollander) სიტყვებით, აღნიშნული ღვინის მაღაზია იყენებს მხოლოდ ყველასათვის მისაწვდომ ინფორმაციას და რომ ასეთი კონკურენცია მხოლოდ უწყობს ხელს რესტორნების დონის ამაღლებას. აი, მხოლოდ რესტორნები კი ამაში არ არიან დარწმუნებულნი. ღვინოებზე ფასების ასეთმა დანამატებმა, როგორც ამას სახელოვანი რესტორნები აკეთებენ, უკვე გამოიწვია ჰოლანდიის გასტრონომიული ალიანსის დიდი აღშფოთება.